
საჭიროა 99999 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მოქალქეობის მიღების/შეძენის დამატებით ალტერნატიულ გზად განისაზღვროს საფასურით 1.000.000. აშშ $ ექვივალენტ ლარში მოპოვება.
პეტიცია
საქართველოს პარლამენტს
თემა: საქართველოს მოქალაქეობის მიღების დამატებითი ახალი წესის შემოღების შესახებ.
მოგმართავთ თხოვნით, საქართველოს პარლამენტმა განიხილოს და მიიღოს საქართველოს მოქალაქეობის მიღების ახალი დამატებითი წესი, გარდა დაბადებით და ნატურალიზაციით მოქალაქეობის მიღების წესისა, შემდეგი ალტერნატივაც რომელიც ითვალისწინებს შემდეგ პირობებს:
საქართველოს მოქალაქეობის მიღების/შეძენის დამატებით ალტერნატიულ გზად განისაზღვროს საფასურით 1,000,000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში მოპოვება.
შეზღუდვები: მოქალაქეობის მიღებაზე უარი ეთქმებათ ნასამართლევ პირებს, ასევე პირებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას. ასევე, მოქალაქეობის შეძენა გასამრჯელოს საფასურით შეიზღუდოს 50 წელს ზემოთ მყოფი პირთათვის და ნასამართლეობის მქონე, ან ძებნილ პირთათვის. უარის თქმის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო არ იღებს ვალდებულებას დააკონკრეტოს მიზეზი, ხოლო დეპოზიტზე საქმის წარმოების დასაწყებად/დაწყებამდე განთავსებული უნდა იყოს სრული თანხა დაკმაყოფილების შემთხვევაში სრულად მიიქცევა შესაბამის ფონდში, ხოლო უარის შემთხვევაში თანხის 90% უბრუნდება მოქალაქეობის მაძიებელ ბენეფიციარს, ხოლო 10 % სახელმწიფო ბიუჯეტში.
ასაკობრივი შეზღუდვა: მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ 50 წლამდე ასაკის პირებს.
მოქალაქეობის მიღებიდან შემოსული თანხა უნდა ჩაირიცხოს სპეციალურ სახელმწიფო ფონდში, რომელიც დააფუძნებს ახალ საწარმოებს და დაასაქმებს საქართველოს მოქალაქეებს.
მიზანი:
- სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.
- საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობა.
- საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერება.
ჩვენ, ქვემორე ხელმომწერნი, მოვითხოვთ, რომ საქართველოს პარლამენტმა განიხილოს და დაამტკიცოს აღნიშნული პეტიცია.