საკონტაქტო ინფორმაცია
მიეცეთ საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში გამგზავრების უფლება

დასრულებული

382
150
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა

მიეცეთ საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში გამგზავრების უფლება

მივმართავთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ქალბატონ ლი იენს, საქართველოს მთავრობას: 

გლობალურმა პანდემიამ გამოიწვია სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის  - ჩინეთთან, საზღვრების ჩაკეტვა, რის გამოც დაზარალდა უამრავი მოქალაქე როგორც მატერიალურად, ასევე მორალურად. 

ჩინეთსა და საქართველოს მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ. გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. ასევე, ,,ერთი გზა - ერთი სარტყელის“ ფარგლებში, საქართველოს, შეიძლება ითქვას, სტრატეგიულად საკვანძო ადგილი უჭირავს. საქართველოს არაერთ მოქალაქეს აქვს სასწავლო, შრომითი და ბიზნეს ხელშეკრულება, ნაწილს კი ჰყავს შვილები და ოჯახის წევრები ჩინეთში და ვერ ახერხებს მათთან დაბრუნებას. 

ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყანათა შორის დაასახელა, რაც საფუძველს გვაძლევს, რომ გთხოვოთ, საქართველოს მოქალაქეებს მისცეთ უფლება, შეძლონ ჩინეთში გამგზავრება. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვა და გამოვხატავთ მზადყოფნასა და პასუხისმგებლობას, სრულფასოვნად დავიცვათ და შევასრულოთ უსაფრთხოების ნორმები. 

გამოვხატავთ პატივისცემას და იმედი გვაქვს, გულისხმიერად მოეკიდებით აღნიშნულ საკითხს.