საკონტაქტო ინფორმაცია
საქართველოს საპატრიარქოს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია 2-ს.

საჭიროა 1394 ხელმოწერა

606
2000
ადრესატი:
  • საქართველოს საპრიარქოს

საქართველოს საპატრიარქოს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია 2-ს.

 

საქართველოს საპატრიარქოს,

უწმინდესსა და უნეტარესს

ილია II -ს

თქვენო უწმინდესობავ! 

 

ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი უმორჩილესად მოგმართავთ, რათა მხარი დაგვიჭიროთ ცხოველთა უფლებების დაცვის უმნიშვნელოვანეს საქმეში!

 

ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ყველა ცოცხალი არსება ღვთის ქმნილებაა და ამიტომ გააჩნია ღირებულება იმისდა მიუხედავად ,რამდენად სასარგებლოა იგი ადამიანისთვის.ნებისმიერ ცოცხალ არსებას  აქვს უფლება იარსებოს ტანჯვის გარეშე. დარწმუნებული ვართ, აგრეთვე, რომ ადამიანს განსაკუთრებული ვალდებულება აქვს სხვა ცოცხალი არსებების მიმართ,  რადგან ისინი მასზე არიან დამოკიდებულნი. ადამიანი, განსაკუთრებით ქრისტიანი, ვალდებულია სიყვარული და თანაგრძნობა გამოავლინოს ყოველივე ცოცხალის მიმართ.თანაგრძნობა პირველ რიგში, ყველა სუსტს ჭირდება ამაში მოიაზრება ცხოველიც. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ და ამას მეცნიერული გამოკვლევებიც ადასტურებს,რომ ცხოველისადმი გამოჩენილი სისასტიკერყვნის ადამიანს, იგი სასტიკი ხდება ადამიანის მიმართაც. არადა ჩვენ რეალობაში გამეფებულია ბუნებისადმი ცხოველისადმი ისეთი დამოკიდებულება რომელიც შეიძლება აღიწეროს, როგორც გრადაცია სრული გულგრილობიდან დაწყებული, უკიდურესი სისასტიკით დამთავრებული.

გვინდა მოგმართოთ შუამდგბლობისთვის,რათა თქვენი მხარდაჭერით გადავარჩინოთ და სიცოცხლე შევუნარჩუნოთ უსახლკარო ცხოველებს,რომლებიც მიეკედლენ საგურამოში წმინდა ილია მართლის მემორიალთან არსებულ ეკლესიას მშენებლობის დროს. მოხალისეებმა ეს ძაღლები სასულიერო პირების თანხმობით გაასტერილეს,აცრეს და კვებავენ დღემდე,თუმცა ამ ბოლო დროს მღვდელი ტარიელ სიკინჭილაშვილი და ამ ეკლესიის მსახურნი გამოხატავენ  აშკარა უარყოფით დამოკიდებულებას ამ დაუცველი არსებების მიმართ,,რამდენიმე ძაღლი გაქრა კიდეც,ამჟამად ამ ტერიტორიაზე მხოლოდ სამი ძაღლია დარჩენილი. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა,ისინი ამ ძაღლების მოშორებასაც გეგმავენ და აპირებენ მიმართონ საპატრიარქოს  მხარდაჭერისთვის. ჩვენ ,როგორც ქრისტიან ადამიანებს გმჯერა,რომ ყოველი ცოცხალი არსება უფლის შექმნილია და მათი სიცოცხლე უფლის ხელშია. გთხოვთ ,აღმოგვიჩინოთ მხარდაჭერა,რატა ამ ძაღლებმა იცოცხლონ იქ სადაც ისინი მიჩვეულები არიან დანაყრებას და დაცულად გრძნობენ თავს,მანამდ სანამ მათ უფალმა სიცოცხლე უბოძა.

 

 

 

…….

 

თქვენო უწმინდესობავ! ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი უდიდესი ავტორიტეტის წყალობით თქვენს  სიტყვას ძალუძს სიტუაციის რეალური შეცვლა.