საკონტაქტო ინფორმაცია
შეწყდეს საქართველოში რუსეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეთა მასობრივი ჩამოსახლება !

საჭიროა 983 ხელმოწერა

17
1000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

შეწყდეს საქართველოში რუსეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეთა მასობრივი ჩამოსახლება !

შეწყდეს საქართველოში რუსეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეთა მასობრივი ჩამოსახლება !

ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, უკიდურესად შეშფოთებული ვართ და ვეწინააღმდეგებით ჩვენს სამშობლოში, რუსეთის, ბელორუსის და სხვ ქვეყნის მოქალაქეთა მასობრივ და უკონტროლო დაშვებას და მით უფრო მათთი გრძელვადიანი პერიოდით ან სამუდამოდ დარჩენის ხელშემწყობის, დამანგრეველ პოლიტიკას !

აღნიშნული უმძიმესი შედეგების მომტანია ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის, მით უფრო უაღრესად მძიმე  სოციალ–ეკონომიკური და დემოგრაფიული ვითარების გათვალისწინებით, რის შედეგადაც, უკვე წლებია სიკვდილიანობა ჭარბობს შობადობას, ასევე ადგილი აქვს ქართველებისა და ჩვენი ქვეყნის სხვა მოქალაქეთა მასობრივ ემიგრაციას ევროკავშირისა და სხვა ქვეყნებში !  ვითარება კი ამ მხრივ, მართლაც უმძიმესი და შეიძლება ითქვას კატასტროფულიცა !  მხოლოდ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში, 100 000–მდე ჩვენმა თანამოქალაქემ დატოვა საქართველო, ამვდროულდ კი, ბოლო რამდენიმე თვეში, მხოლოდ რუსეთის ფედერაციის 200 000–მდე მოქალაქე შემოვიდა და დარჩა საქართველოში !

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საქმე გვაქვს ტრაგიკულ პროცესთან, რომელსაც თუ არა „საქართველო ქართველების გარეშე“ ან მოსახლეობის ჩანაცვლების მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელება, ძნელია სხვა რამ ვუწოდოთ !

აღწერილი... ერის, ქვეყნისა და სახელმწიფოსათვის გამანადგურებელი პერსპექტივის შესაცვლელად, ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი მოვითხოვთ:

  1. გაუქმდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მათი ოჯახის წევრთათვის, უძრავი ქონების, (როგორც წესი ბინის) შეძენის სანაცვლოდ გრძელვადიანი და უვადო ბინადრობის ნებართვის გაცემის პროცედურა !
  2. 1 თვემდე შემცირდეს საქართველოში უვიზოდ და ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის ვადა, ნაცვლად 3 თვისა, რომელიც დღესაა დადგენილი !
  3. აღდგეს სავიზო რეჟიმი რუსეთისა ფედერაციასთან და ბელორუსთან !
  4. გამკაცრდეს (შეიქმნას) საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირთა დასაქმების შემზღუდავი მექანიზმები !

P.S. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, 100 000 აშშ დოლარის ღირებულების ბინის ყიდვის შემთხვევაში, უცხოეთის მოქალაქებზე (ოჯახის წევრებთან  ერთად!), პრაქტიკულად ავტომატურად გაიცემა „მოკლევადიანი“ ბინადრობის ნებართვა. 300 000 აშშ დოლარის ღირებულების ბინ(ებ)ის შეძენის შემთხვევაში კი – უვადო ! აი, ასე ბინა–ბინა გვიყიდიან სამშობლოს, საკუთარი სამშენებლო ბიზნესით მილიონების საშოვნელად ! რეალურად და ძირითადად, სწორედ ამ მოღალატეობრივ–კორუფციული ინტერესების დასაკმაყოფილებლად გვიბეტონებენ და გვიმახინჯებენ თბილისს, ბათუმს და სხვა ქალაქებს, გვიკლავენ მათ ! გვაამადმყფოებენ და გვკლავენ, ჩვენც !

P.P.S. ბუნებრივია, უკრაინელ დევნილებთა, ასევე პუტინის რეჟიმთან რეალურად დაპირისპირებული დისიტენტებისა და საჯარო კრიტიკით გამორჩეულ პირებთან მიმართებაში დადგენილ უნდა იქნას განსხავევებული რეგულაციები, რომელიც მათ, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურ მხარდაჭერაზე იქნება დაფუძნებული !