დასრულებული
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს მთავრობა
არა სტუდენტების იძულებით ვაქცინაციას!
არა სტუდენტების იძულებით ვაქცინაციას!
3 სექტემბერს უნივერსიტეტებმა სტუდენტებს დაუგზავნეს ელექტრონული წერილის სახით იმპერატიული მოთხოვნა,რომლის მიხედვითაც 4 ოქტომბრამდე დისტანციურად ხორციელდება სწავლის პროცესი,არადისტანციურად კი დაიშვებიან მხოლოდ სრულად ვაქცინირებული სტუდენტები ან სტუდენტები უარყოფითი PCR ტესტით (განახლება ყოველ 72 საათში). ასევე მოითხოვეს 4 ოქტომბრამდე სტუდენტებმა პერსონალურ გვერდზე ატვირთონ ვაქცინირების დამადასტურებელი დოკუმენტი covid-19-ის ბარათი QR კოდით.
მოთხოვნიდან გამომდინარე,უნივერსიტეტები სტუდენტებს ართმევენ არჩევანის თავისუფლებას და ადგილი აქვს პირდაპირ იძულებას ვაქცინაციასთან დაკავშირებით,რაც წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან.
მოვითხოვ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, მათ შორის,უნივერსიტეტებს აეკრძალოთ მოქალაქეებზე,რომელთაც არ სურთ ვაქცინაცია,მათზე განახორციელონ პოლიტიკური,სოციალური ან რაიმე სხვა სახის ირიბი თუ პირდაპირი ზეწოლა და ამ სახით ვაქცინირების იძულება.
ის რომ საქმე გვაქვს პირდაპირ იძულებასთან,მკაფიოა,რადგან თითქმის არცერთ სტუდენტს არ გააჩნია იმის საშუალება,რომ ყოველ 72 საათში გაიკეთოს პისიარ ტესტი,რის გამოც ისინი იძულებულნი იქნებიან გაიკეთონ მათთვის არასასურველი ვაქცინა.