საკონტაქტო ინფორმაცია
ჩაირთოს საბაგიროები საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე!

დასრულებული

5184
5000
ადრესატი:
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

ჩაირთოს საბაგიროები საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე!

2020-წლის 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე დაწესებული შეზღუდვების წესით, გაჩერებულია ყველა საბაგიროს (როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის) მოძრაობა საქართველოს ოთხივე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) სამთო-სათხილამურო კურორტზე. 


აღნიშნული რეგულაცია მიღებულია COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თუმცა არ ითვალისწინებს არანაკლებ მნიშვნელოვან კომპონენტს, რაც არის შეზღუდვის ეკონომიკრი ეფექტი აღნიშნულ კურორტებზე.

ასევე, სრულიად უგულებელყოფილია ის ფაქტორი, რომ ზამთრის კურორტზე სრიალი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო აქტივობაა პანდემიის პირობებში. მოთხილამურისა და სნოუბორდესრის (შემდგომში - „მოსრიალე“) სტანდარტული ეკიპირება შედგება: 

  • სათხილამურო სათვალისაგან, რომელსაც ხმარობენ ექიმები კოვიდ პაციენტებთან ურთერთობისას;
  • ბაფისგან (იგივე პირთბილა, იგივე ე.წ. მრავალჯერადი პირბადე)
  • წყალგაუმტარი შარვლის ან კომბინიზონისგან, რომელიც მჭიდროდ ეკვრის სათხილამურო ან სნოუბორდის ბათინკს
  • წყალგაუმტარი ბათნკისაგან
  • ყალგაუმტარი ქურთუკისაგან, რომელიც ეფარება ზევიდან შარვალს ან კომბინიზონს, 
  • წყალგაუმტარი ხელთათმანებისაგან 
  • ჩაფხუტისაგან, რომელიც იცავს თავს

შემოსილი მოსრიალე გამოიყურება ისე, როგორც ბმულზეა ნაჩვენები და ფაქტიურად იმეორებს იმ ჩაცმულობას, რითაც კოვიდ პაციენტებთან ექიმები არიან შემოსილნი. 
 
ამ და ასევე იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ სამთო-სათხილამურო სპორტით დაკავებული ადამიანები სრიალის პროცესში ერთმანეთისგან მინიმუმ 20მ დისტანციით მაინც იმყოფებიან, პრაქტიკულად ნულის ტოლია ამ დროს ვირუსის გავრცელების შანსები. 


ასევე, რადგან საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე არის ღია ტიპის საბაგიროები, მათი მუშაობისა და საჭიროების შემთხვევაში ნაკადის რეგულირების შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია უსაფრთხოდ სრიალი და საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი ნების გამოჩენა და გადაჭრის გზებზე ფიქრი. 


მიუხედავად ზემოთქმულისა, დღეის მდგომარეობით, ზუსტად ამ დაწესებული შეზღუდვების გამო, მრავალმა ლოკალურმა ბინზესმა სამთო-სათხილამურო კურორტებზე, უკვე განიცადა ფინანსური ზარალი, რომელიც მათთვის გაკოტრების ტოლფასია. 


ეს იმ პირობებში, როდესაც უხეში წინასწარი დათვლის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სეზონზე არსებობდა მინიმუმ 15 766 955 ₾ (თხუთმეტი მილიონ შვიდას სამოცდაექვსი ათას ცხრაას ორმოცდათხუთმეტი) დახარჯვის მზაობა და სურვილი ადგილობრივი (ქართველი) მოსრიალეების მიერ. 
შეზღუდვების პირობებში კი თანხა, რომელიც კურორტებზე დაიხარჯება, 0-ს უტოლდება. 
ქვემოთ მოცემულია ამ თანხის სავარაუდო განაწილება კურორტების მიხედვით. 
 
გუდაური    45%     7,158,507.62 ₾ 
გოდერძი    4%        574,504.43 ₾ 
სვანეთი    16%     2,443,923.62 ₾ 
ბაკურიანი    35%     5,590,019.33 ₾ 

ზმოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, ვითხოვთ: 

  1. საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) ამუშავდეს საბაგიროები შესაბამისი უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით;
  2. საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) დაიშვას ღია ტიპის კაფეების მუშაობა;
  3. საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ სახლებს (ე.წ. გესთჰაუზებს) და აპარტოტელებს მიეცეთ სტუმრების დატოვების უფლება.