საკონტაქტო ინფორმაცია
გადავიდეს საქართველო საკუთარი პროდუქციის წარმოებასა და მოხმარებაზე, დამუშავდეს უფუნქციო მიწები.

საჭიროა 9916 ხელმოწერა

84
10000
ადრესატი:
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

გადავიდეს საქართველო საკუთარი პროდუქციის წარმოებასა და მოხმარებაზე, დამუშავდეს უფუნქციო მიწები.

საქართველო განვითარებადი ქვეყანაა, მიუხედავად ამისა ქვაყანაში ჯერ კიდევ უამრავი პრობლემაა, რომელსაც ყურადღება არ ექცევა. ფაქტი სახეზეა თუ რამდენად მოიმატა პურის ფასმა და რამდენად გაიზარდა უცხოური ხილ-ბოსტნეულის, ხორბლის იმპორტი საქართველოში. საქართველოს შეუძლია ამ პროდუქტების თავისივე ქვეყანაში მოყვანა/წარმოება, რადგან გვაქვს საკმაოდ კარგი მიწა პროდუქტის მოსაყვანად. ამასთან ერთად ქართული პროდუქტი ბევრად უფრო ნატურალური, ჯანსაღი და მოთხოვნადია. ეს პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში. თუ ჩვენ გვინდა, რომ განვითარდეთ აუცილებლად უნდა ავიღოთ მაგალითები სხვა განვითარებული ქვეყნების წარსულიდან. თუ გადავხედავთ ევროპის განვითარებულ და ეკონომიკურად მდგრად ქვეყნებს აღმოვაჩენთ, რომ მათ მიწები მაქსიმალურად აქვთ ათვისებული და ფაქტიურად არცერთი ჰექტარი მიწა არ აქვთ დარჩენილი დაუმუშავებლად. საქართველოს აქვს იმის რესურსი, რომ თავისი ქვეყნის მოსახლეობა თავისივე მოყვანილი პროდუქტით მოამარაგოს. საქართველოში უამრავი დაუმუშავებელი მიწაა, რაც ქვეყნისთვის ნამდვილად დიდი პრობლემაა , თუმცა ყურადღება ამ პრობლემას ნაკლებად ექცევა. აუცილებელია, რომ დამუშავდეს მიწები და არ გავფლანგოთ ის, რითაც ბუნებამ დაგვაჯილდოვა . ჩვენივე პროდუქციის წარმოება მომგებიანი იქნება როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, შემცირდება პროდუქციის იმპორტი, რისი შედეგადაც დავზოგავთ იმპორტში გადაყრილ მილიონობით ლარს, ისე გლეხებისა და უბრალო მოქალაქეებისთვის, გლეხები შეძლებენ დაამუშავონ უფუნქციო მიწები განავრცონ თავისი ცოდნა და გამოცდილება სოფლის მეუბნეობაში, რაც თავისთავად გამოიწვევს სამუშაო ადგილების გაზრდას, რადგან ეს სფორო დიდ შრომასთანაა დაკავშირებული, ხოლო მოქალაქეები მიიღებენ სასარგებლო ქართულ პროდუქციას. ასევე დაიწევს და დარეგულირდება პურის ფასი, რადგან იგი ქართული იქნება და სხვა ქვეყნის მიერ არ გაკონტროლდება. ჩვემი მიზანია საქართველომ გამოიყენეს ის რესურსები, რომელიც უკვე გააჩნია და რომელიც საბოლოო ჯამში ყოველწლიურად და/ან სეზონურად მოგვცემ ჯანმრთელობისთვის ჯანსაღ, ვიტამინებით სავსე გემრიელ პროდუქტს, რომელსაც მოიხმარს თავად საქართველოს მოსახლეობა.

პატივისცემით

კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტები: გრეტა ბერიძე, ნინო კობახიძე და გიორგი გოგრიაშვილი.


გამარჯობა, მე ვარ გრეტა ბერიძე, კავკასიის უნივერსიტეტის, საერთაშირისო ურთიერთობების პირველკურსელი. ჩემი მიზანია ჩვენი ქვეყანა უკეთესობისკენ შევცვალოთ. ამისათვის კი თქვენი დახმარებაა საჭირო, რათა გავერთიანდეთ საერთო პრობლემის გარშემო და ერთად შევძლოთ შევქმნათ უკეთესი გარემო ჩვენთვის და მომავალი თაობისთვის. ჩვენი ქვეყნის დევიზიც ხომ ამას ქადაგებს - "ძალა ერთობაშია". იმედი მაქვს ჩემი, როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქის, თვალით დანახული პრობლემა თქვენთვისაც ისეთი მტკივნეულია, როგორც ჩემთვის. გავერთიენდეთ საერთო გულისტკივილის აღმოსაფხვრელად!

ვრცლად