საკონტაქტო ინფორმაცია
გაიხსნას ფარაჯანოვის მუზეუმი თბილისში!

დასრულებული

1100
1000
ადრესატი:
  • თბილისის საკრებულო
  • თბილისის მერია
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

გაიხსნას ფარაჯანოვის მუზეუმი თბილისში!

 თბილისში, სერგო ფარაჯანოვის მშობლიურ ქალაქში, მისი მუზეუმი არ არსებობს. სამოქალაქო ომისა და არეულობის წლებში, სამწუხაროდ, ვერ შევინარჩუნეთ მისი სახლი იმ სახით, როგორშიც რეჟისორი ცხოვრობდა და ქმნიდა, იქ არსებული უნიკალური ექსპონატების დიდი ნაწილი კი ერევნის მუზეუმშია გადატანილი. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს დედაქალაქში აუცილებლად უნდა არსებობდეს სივრცე, სადაც თბილისში დარჩენილი, სხვადასხვა ადგილას გაბნეული რეჟისორის კუთვნილი ნივთები, მისი ხელით შექმნილი ხელოვნების ნიმუშები თუ ფილმები მოიყრის თავს, რათა საქართველოში მცხოვრებ თუ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს საშუალება მიეცეთ ფარაჯანოვის უნიკალურ მემკვიდრეობას ერთ სივრცეში გაეცნონ.