საკონტაქტო ინფორმაცია
თხოვნა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, აღიაროს ლაშქრობა სპორტის სახეობად

საჭიროა 7770 ხელმოწერა

1230
9000
ადრესატი:
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

თხოვნა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, აღიაროს ლაშქრობა სპორტის სახეობად

ლაშქრობა არის სპორტული აქტივობა, რომლის მიზანი და დანიშნულებაც არის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა. ლაშქრობა, ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად, ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომი, ბუნების შემეცნების საუკეთესო საშუალებაა. ლაშქრობა თავისი მნიშვნელობით დიდ გავლენას ახდენს ახალგაზრდების სწორად როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ განვითარებაზე. სწორედ ესაა თითოეული სპორტის სახეობის, მათ შორის ლაშქრობის მიზანი. იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ლაშქრობის როგორც სპორტის სახეობის მიმართულება, საჭიროა არსებობდეს ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ამ სფერში ინფრასტრუქტურისა და პროფესიონალი მაღვალკვალიფიციყრი კადრების განვითარებას. მაგალითად, საფრანგეთში სალაშქრო ფედერაციის საქმიანობას თვალყურს ადევნებს ახალგაზრდობის, სპორტის და დასვენების სამინიტრო, ხოლო ლაშქრობა აღიარებულია სპორტულ აქტივობად სპორტის კოდექსის მიხედვით. ამ ეტაპისთვის, საჭიროა რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, ლაშქრობა აღიაროს სპორტულ მიმართულებად და შექმნას მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით, რაც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემოსა და საკანონმდებლო ბაზის შექმნას ლაშქრობის სფეროში. ლაშქრობის, როგორც სპორტული სახეობის პოპულარიზაციის გზით მოხდება ნებისმიერი კატეგორიის საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების სტილის დანერგვა, სხვადასხვა ტიპის სალაშქრო პრაქტიკის განვითარება როგორიცაა, გადაადგილება ფეხით, ცხენით, ველოსიპედით, ან თხილამურებით თოვლში. გარდა ამისა, ლაშქრობა ამაღლებს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს და ხელს შეუწყობს ძნელად მისასვლელ სოფლებსა და დასახლებებში ალტერნატიული შემოსავლების წყაროს შექმნას, წაახალისებს ქვეყნის ეკონომიკას, ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას, საქართველოს დაახლოებას ისეთ ევროპულ ქვეყნებთან რომელბიც უკვე ასწლეულების მანძილზე წარმატებით ატარებენ სალაშქრო პრაქტიკას. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწოლილად ვთვლით იმას, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ აღიაროს ლაშქრობა სპორტის სახეობად და შესაბამისად შექმნას ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია.