საკონტაქტო ინფორმაცია
გედსამანიაში ჩადუნლების გზების გაკეთება

საჭიროა 184 ხელმოწერა

16
200
ადრესატი:
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს პრეზიდენტი

გედსამანიაში ჩადუნლების გზების გაკეთება

მოგახსენებთ, რომ სოფელი გედსამანიაში მოსახლეობის მიგრაცია ნაკლებადაა, სოფელში მცხოვრებლები აქტიურად მისდევენ სოფლის მეურნეობას. სოფელში ცხოვრობს შრომისმოყვარე ადამიანები. ამ ყველაფრის მიუხედავად, სოფელში საავტომობილო გზა არაა სრულად გამართული. ჩადუნლების უბანში, სადაც მუდმივად ცხოვრობს 20 ოჯახი არაა საავტომობილო გზა გამართული.

  2024 წლის 12 ივნისს სოფელში იყო წყალდიდობა და ძალიან დაზიანდა მთლიანი სოფლის გზა და ხიდ-ბოგირები. ასევე, ოჯახებს დაუზიანა პირადი საკუთრება. სტიქიის შემდგომ მოხდა მხოლოდ ,სოფლის ცენტრალური გზის გაწმენდა, სადაც ბეტონის გზაა. მაგრამ სრულად დასუფთავება და ზიანის ანაზღაურება ამ დრომდე არ მომხდარა.

  რაც შეეხება ჩადუნლების უბანს, ჩვენს უბანში ბოლო 10 წლის (მინიმუმ) განმავლობაში არ მომხდარა სატრანსპორტო გზის გაკეთება. უბნის მოსახლეობა ყოველ წელიწადს საკუარი ფინანსებით აკეთებდა გზას. წყალდიდობის დღეს უბნის მოსახლებამ ააგროვა 2000 ლარამდე, რომ  უბანში გზა მოეხრეშათ და ავტომანქანით გადაადგილება შეძლებულიყო. სამწუხაროდ, წყალდიდობამ იმ დღესვე გაანადგურა მთელიანი გზა და მოსახლეობასაც თავიანთი შრომით გაღებული თანხა წყალში ჩაეყარა.

მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, ასვე მუნიციპალიტეტის მერიას და ვთხოვეთ გზის გაკეთება. გზაზე დაყარეს „ტალახი“ , ისიც სრულად არ მოხდა მოსახლეობის სამიმოსვლო გზების „მოხრეშვა“.

  სოფელი გედსამანია მიეკუთვნება მაღალმთიან სოფელს და ჩვენს უბანში, სადაც გზა არ გვაქვს ცხოვრობს დაალოებით 70 ადამიანი, 85 წელს გადაცილებული 4 ადამიანი, ასევე 4 არასრულწლოვანი, ბაღის და სკოლის მოსწავლბი.

  უბანში უგზოობის გამო ძალიან ბევრი ადამინი დაზარალდა. სოფელში სადაც ჟოლოს პლანტაციებია , უბანში იძულებული გახდნენ შეემცირებიათ ჟოლოს პლანტაციები, რადგან უგზოობის გამო რთული იყო მისი რეალიზება. ცუდი გზის გამო წაღებაც და ბაზარში გაყიდვაც რთული იყო და არც მყიდველები მოდიოდნენ იგივე მიზეზის გამო.

  ცუდი გზის გამო სასწრაფოს მოსვლაც პრობემაა, პენსიონრებისთვის პენსიის აღება, ექიმთან წასვლა და ასე შემდეგ,