საკონტაქტო ინფორმაცია
სოფელ გირევამდე მიმავალი საავტომობილო გზის ბოლო მონაკვეთის გაუმჯობესებისთვის

საჭიროა 4984 ხელმოწერა

16
5000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა

სოფელ გირევამდე მიმავალი საავტომობილო გზის ბოლო მონაკვეთის გაუმჯობესებისთვის

            გირევი პირიქითა თუშეთის დასავლეთით ბოლო დასახლებული ადგილია, თუშეთის უმეტესი სოფლების მსგავსად, მხოლოდ სეზონური მოსახლეობით (40 კომლამდე). გირევის სიახლოვეს არის ციხე-სოფლები და ნასოფლარები - ჰეღო, დაქიურთა, ჭონთიო, ნაკუდურთა. ამ უკანასკნელის გარდა ყველას ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. აქვე არის განთავსებული შსს სასაზღვრო პოლიციის სექტორი „გირევი“.

            გირევამდე გრუნტის საფარიანი საავტომობილო გზა მიდის, თუმცა, უშუალოდ სოფლის მისადგომებთან, ბოლო 300-400 მეტრიან მონაკვეთზე, გზა ორჯერ კვეთს მდინარე პირიქით ალაზანს.

            წყალმცირობის დროს (აგვისტოს ბოლო - სექტემბერი) მდინარის სიღრმე  გზასთან გადაკვეთის ადგილებში 50 სანტიმეტრს აჭარბებს, კალაპოტის სიგანე კი რამდენიმე მეტრია. ეს სირთულეებს უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე მესაქონლეებს და ვიზიტორებს - აგვისტომდე მდინარის გადალახვა მხოლოდ დიდი სატვირთო, ან „შნორკელით“ აღჭურვილი მაღალი განმავლობის მანქანით არის შესაძლებელი - უმეტესი დრო მდინარის სიღრმე 1 მეტრს აღემატება.

            ამის გამო, გირევის მოსახლეობისთვის მგზავრობა და ტვირთის გადაზიდვა თუშეთის სხვა სოფლებთან შედარებით კიდევ უფრო გაძნელებული და სარისკოა, ტურისტული სეზონიც თვე-თვენახევრით გვიან იწყება და უფრო ხანმოკლეა, ხოლო მდინარის გადალახვა სხვადასხვა საშუალებით მოძრავი ვიზიტორებისთვის წყალმცირობის დროსაც სირთულეებთანაა დაკავშირებული, რის გამოც ხშირია მდინარის ნაპირიდან უკან მიბრუნების შემთხვევებიც.

            აქედან მომდინარეობს გირევამდე მიმავალი საავტომობილო გზის ბოლო მონაკვეთის გაუმჯობესების, მდინარის ორჯერ გადაკვეთის თავიდან აცილების დიდი სურვილი, რომლის განხორციელებაც მთავრობის გადაწყვეტილებამდე რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.