საჭიროა 6835 ხელმოწერა
3165
10000
ადრესატი:
- თბილისის მერია
- თბილისის საკრებულო
მოირეცხოს თბილისის ქუჩები!
მტვრიანი და დაბინძურებული ქუჩების პრობლემა ყოველ ზაფხულს განსაკუთრებით აქტუალური ხდება. გაუსაძლის სიცხეს ემატება მანქანების გამონაბოლქვი, მშრალი წესით ქვის ჭრის მტვერი, ხშრად დაუსუფთავებელი ქუჩები, ეს კი ქალაქში დაბინძურების დონეს მნიშვნელოვნად ზრდის.
თბილისის მერია სათანადოდ არ უვლის იმ ქუჩებს, სადაც მანქანების ინტენსიური მოძრაობაა, ამიტომ ისინი მუდმივ მტვერშია გახვეული,
ტროტუარების კიდეებში დაგროვილი, თვეობით მოურეცხავი ჭუჭყი, ყოველი მანქანის გავლისას ჰაერში მტვერდება და გაუსაძლის პირობებს ქმნის ქვეითების გადაადგილებისთვის.
ვთხოვთ თბილისის მერიას და ქალაქის მერს, კახი კალაძეს, რეალურად გაიაზროს ეს პრობლემა და დაიწყოს თბილისის ქუჩების რეგულარული მორეცხვა.
გახდეს თბილისი ქვეითებზე მორგებული ქალაქი!