საჭიროა 4263 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
რუსთავი2 არის ხალხის ტელევიზია და ჩვენ დავიცავთ ყველაფრის ფასად!
მოგეხსენებათ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, სამაუწყებლო კომპანიის წილის დაბრუნების მოთხოვნით ქიბარ ხალვაშმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელის საფუძველზე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კომპანიის ქონების ნაწილს ყადაღა დაადო. რაც "რუსთავი 2" არსებობს, ამ არხზე ყველა კბილებს ილესავს.
"ძალიან ბევრს თუ იხტუნავებს ნიკა გვარამია ხელისუფლების ჩამოგდების მოწოდებების გამო გლდანის მერვე საპყრობილეში მოუწევს გადაბარგება. ნუ ჰგონია, რომ კონცერტზე მისული ხალხი მის დასაცავადაც გამოვა." - ასეთი განცხადება გააკეთეს ნიკა გვარამიას მისამართით.
ნურავის დაავიწყდება, 13 ივნისის ღამეს, რუსთავი 2 იყო ტელევიზიაც, სახელმწიფოც და მაშველიც!
რუსთავი 2 - ჩემთვის, შენთვის, ჩვენთვის და ჩვენი შვილების მომავლისთვის იბრძვის დღეს!
რუსთავი2 არის ხალხის ტელევიზია და ჩვენ დავიცავთ ყველაფრის ფასად!
მოაწერეთ ხელი პეტიციას და გამოხატეთ მხარდაჭერა!