საკონტაქტო ინფორმაცია
განახევრდეს საწვავზე აქციზის გადასახადი!

საჭიროა 29986 ხელმოწერა

14
30000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი
  • საქართველოს მთავრობა
  • ფინანსთა სამინისტრო

განახევრდეს საწვავზე აქციზის გადასახადი!

2021 წლის იანვრიდან საწვავმა რეკორდული ზრდა დაიწყო, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისოზეც. 

1 ლიტრი ბენზინი 3 ლარს გაუთანაბრდა. ეკონომიური, ჰიბრიდულ ძრავზე მომუშავე მანქანაც კი ვეღარ უკეთებს თავის პატრონს შეღავათს. საწვავის ფასის ზრდასთან პროდუქტებიზე ფასების ზრდა პირდაპირ კავშირშია. არსებობს მარტივი გამოსავალი. თუკი სახელმწიფო აქციზის გადასახადს გაანახევრებს, ავტომატურად საწვავის ფასიც დაიკლებს. 

2017 წლის პირველი იანვრიდან საწვავზე აქციზის ფასები გაიზარდა. ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა; დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე; გაზზე, 1000 კუბურ მეტრზე - 80-დან 200 ლარამდე.

შეუძლებელია აქციზის გადასახადის გაუქმება, თუმცა ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ამ ფასების განახევრებაა.