საჭიროა 49916 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
ქართული მიწის დასაცავად
“მიწა არის ჩვენი სულიერი, კულტურული, ისტორიული, პოლიტიკური, ეკოლოგიური და ეკონომიკური ფენომენი”
ქვეყანას, რომლის ტერიტორიები არის ოკუპირებული ვიმყოფებით საომარ სიტუაციაში, არ გვაქვს დემარკირებული საზღვარი სამ მეზობელ სახელმწიფოსთან, ყოველ დღე უსისხლოდ ვკარგავთ ტერიტორიებს, არ გვაქვს მიწის კოდექსი და აღურიცხავია მიწის ფონდი, მიწა აღიარებულია როგორც შეუცვლელი, გაუმრავლებელი და ამოწურვადი (შეზღუდული) რესურსი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან გონივრულ და სწორ მართვას საჭიროებს - მიწის უცხო ქვეყნის იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე უპირობოდ გასხვისება, გაუმართლებელი და მიუღებელია.
მიწა რომელიც მემკვიდრეობით გადმოგვეცა, განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს. არ შეიძლება მხოლოდ ვიწრო ეკონომიკური გათვლებით მოხდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისება. არ შეიძლება ინვესტორი ეწოდოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც, იყიდის ქართულ მიწას.
ვინ უნდა დაიცვას - ქართული მიწა? - თუ არა ჩვენ!
კმარა, ოკუპირებული მიწებიდან მრავალათასიანი ლტოლვილი და მცოცავი ოკუპაციის შეუქცევადი პროცესები, უსისხლოდ მიწა დაკარგულები არ უნდა შევუერთდეთ მათ.
პეტიციაზე ხელმომწერი თითოეული ფიზიკური და იურიდიული პირი კატეგორიულად მოითხოვს ქვეყნის უზენაეს კანონში, საქართველოს კონსტიტუციაში, ჩაიწეროს:
„მიწა წარმოადგენს ქართული სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტს, რადგან იგი არის ქართული სახელმწიფოს და საქართველოს მოსახლეობის თვითმყოფადობის გარანტი.“
პატივისცემით,
საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი,
ფერმერ ქალთა ასოციაცია,
კოალიცია “ფარი” .