საჭიროა 329 ხელმოწერა
171
500
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა ევროპული მომავლისთვის!
ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის სკოლის კურსდამთავრებულები ჩვენს მასწავლებლებთან ერთად ვაანალიზებთ საკუთარ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და თავს ვალდებულად ვთვლით, ღიად დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
საქართველოს ევროპული მომავალი უპირობო ალტერნატივაა ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ ვემიჯნებით საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის მხრიდან მოსახლეობის ნებისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებზე ძალადობასა და წამებას!
ვითხოვთ რეჟიმის უკანონო პატიმრების გათავისუფლებას და ხელახალ სამართლიან არჩევნებს.