საჭიროა 197 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს პროკურატურა
დაუყოვნებლივ დაუწესდეს სანქციები და სავიზო რეჟიმი ბელარუსის მოქალაქეებს!
საქართველოს პრეზიდენტს - ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს
საქართველოს მთავრობას - პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს - ილია დარჩიაშვილს
საქართველოს გენერალურ პროკურორს - ირაკლი შოთაძეს
საქართველოს პარლამენტს
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი მიმართვა
მიმდინარე წლის 28 სექტემბერს აფხაზური „აფსუა - TV“ ეთერში (წყარო - https://www.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid0ff79ABz56UTukXQScXzqEiFw3NqwiM45KevKCg1XEog9XhXHoRAGk4E2CauvVwX1l&id=234131566664052) გავრცელდა ინფორმაცია და შესაბამისი ფოტო-მასალა, როდესაც ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ვიზიტით ეწვია ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას და მის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შეხვდა მის რეზიდენციაში ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ბიჭვინთაში (პიცუნდა).
აღნიშნული ნაბიჯით, ბელარუსის პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი. გარდა ამისა აღნიშნული ნაბიჯით ბელარუსის პრეზიდენტმა დაარღვია:
- საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის თანახმად, აფხაზეთს არის საქართველოს ტერიტორიული ერთეული;
- საქართველოს კანონის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მე-2 მუხლში გაწერილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები („ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები) და მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი;
- საქართველოს კანონი „თავისუფლების ქარტია“ - მე-2 მუხლი „ა“ ქვეპუნქტი;
- გაეროს კონვენციები და სხვა კანონები.
გარდა ამისა, აქვე აუცილებლად მოგახსენებთ, რომ საქართველოს კანონის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ - მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად - უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - დაშვებულია მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან (ენგურის ხიდის გავლით).
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ - მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის უხეში დარღვევისათვის, ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, მივმართავთ საქართველოს პროკურატურას - დაუყოვნებლივ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ, გამოცხადდეს ის საქართველოში პერსონა ნონ-გრატად.
გამომდინარე აქედან, ჩვენ ქვემოთ ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები მოვითხოვთ:
- დაუყოვნებლივ იქნას გაძევებული ბელარუსის ელჩი საქართველოდან;
- დაუწესდეს სანქციები ბელარუსის მოქალაქეებს;
- დაუწესდეს სავიზო რეჟიმი ბელარუსის მოქალაქეთათვის;
- გამოცხადდეს ალექსანდრე ლუკაშენკო - პერსონა ნონ-გრატად;
- დაუყოვნებლივ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ.
პატივისცემით,
დავით დონერიანი
"ახალგაზრდა თაობა" - თავმჯდომარე
NGO Young Generation
www.facebook.com/axalgazrdataoba
აღნიშნულ მიმართვას ასევე უერთდებიან ქვემოთ ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები:
- „მონიტორინგის ცენტრი - საზოგადოება“ /ე.კერესელიძე/
- „ახალი ძალა საქართველოსთვის“ /ლ.შველიძე/
- „ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება - ლაზარე“ /ჯ.კვარაცხელია/
- „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა“ /ი.კიკიანი/
- "ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის" /მ.ანდღულაძე/
- "თავისუფალი ხმა" /ნ.კურტანიძე/