საკონტაქტო ინფორმაცია
დაიწყონ ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შემდგომ რეფორმებზე საუბარი

საჭიროა 19818 ხელმოწერა

182
20000
ადრესატი:
  • საქართველოს პრეზიდენტი

დაიწყონ ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შემდგომ რეფორმებზე საუბარი

ჩვენ, საქართველოს პროევროპული ამომრჩევლები, ვითხოვთ, დაიწყონ ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთ პოტენციურ ელექტორატთან საუბარი. 

საქართველოს მოსახლეობის საშუალოდ 10% 20 დღეა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ფორმით აპროტესტებს გაყალბებულ არჩენებს და ქართული ოცნების არალეგიტიმური მმართველობის ძალადობრი რეჟიმს. 

საქართველოს მოსახლეობის საშუალოდ 10% 20 დღეა მკაფიოდ ადგენს თავის მოთხოვნებს და ეს არის:

  • უმოკლეს ვადაში გათავისუფლდეს ყველა, აქციების მიმდინარეობისას დაკავებული ადამიანი
  • უმოკლეს ვადაში დაინიშნოს ახალი არჩევნები

პროტესტმა მიიღო გრძელვადიანი სახე და ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი პროტესტით მალე მივაღწევთ შედეგს და დავნიშნავთ ახალ არჩევნებს. 

თუმცა, რუსთაველზე პროტესტის მიღმა, ვფიქრობთ, რომ ამ პროცესში ოპოზიციური პარტიების როლი უნდა გაიზრდოს. აქედან გამომდნარე, ჩვენ, საქართველოს პროევრპული ამომრჩევლები, ვითხოვთ ოპოზიციური პარტიებისგან, რომ

  1. დაიწყონ საუბარი იმაზე, თუ რა ტიპის ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებას აპირებენ ახალი არჩევნების ჩანიშვნის და მრავალპარტიული პარლამენტის შექმნის შემდეგ;
  2. დაიწყონ საუბარი იმაზე, თუ როგორ აპირებენ ხელი შეუწყონ ახალი არჩევნების კონკურენტუნარინ და სამართლიან გარემოში ჩატარებას;
  3. დაიწყონ საუბარი იმაზე, თუ ახლა, ამ წუთებში, როგორ ემზადებიან არჩევნებისთვის;
  4. დაიწყონ წინასაარჩევნო კამპანია და დაუპირისპირონ ქართული ოცნების ძალადობრივი რეჟიმის პროპაგანდას პროევროპული მესიჯები;
  5. გამართონ ერთმანეთთან (!) პოლიტიკური დებატები მედიაში და სხვადასხვა საჯარო სირცეში.
დადგა დრო, ღიად ვისაუბროთ იმაზე, თუ რა შეცდომები დავუშვით ბოლო არჩევნებში და როგორ ვაპირებთ მათ გამოსწორებას, როცა ხელახალი შანსი მოგვეცემა.
 
პეტიციის ადრესატი არის საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, როგორც სამოქმედო გეგმის "ქართული ქარტია" ავტორი. ქარტია პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს შეჯერებასთანხმობა და პირობის დადება ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის.