საკონტაქტო ინფორმაცია
ჩამოგვეჭრას საქ. თითოეულ მოქალაქეს გარკვეული რაოდენობის თანხა (მსგავსად 112-სა) ცხოველთა თავშესაფრების დასაფინანსებლად.

საჭიროა 4644 ხელმოწერა

5356
10000
ადრესატი:
  • საქართველოს პრეზიდენტი
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

ჩამოგვეჭრას საქ. თითოეულ მოქალაქეს გარკვეული რაოდენობის თანხა (მსგავსად 112-სა) ცხოველთა თავშესაფრების დასაფინანსებლად.

მივმართავთ, საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და პრეზიდენს მხარი დაგვიჭირონ აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში, რომელიც ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სიცოცხლის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

სამწუხაროდ, დღესდღეისობით, ჩვენი ქვეყნის ქუჩებში უამრავი უპატრონოდ მიტოვებული ცხოველი დადის, რომელთა დიდი ნაწილი შიმშილითა და სხვადასხვა დაავადებების შედეგად კვდებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს უპატრონო ცხოველების აცრა-მკურნალობა, რათა ისინი არ წარმოადგენდნენ საზოგადოებისთვის საფრთხეს, თუმცა ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომლის წილი პასუხისმგებლობის გაზიარებისთვის ჩვენ, საზოგადოება მზად ვართ. 

ვფიქრობთ, ჩვენი ყველას საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ყველა ცხოველზე სათანადოდ, ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით 112-ის საფასურის მსგავსად ჩამოგვეჭრას გარკვეული რაოდენობის თანხა იმ ცხოველთა თავშესაფრების დასაფინანსებლად, რომლებიც უპატრონო ცხოველებს უვლიან.