საკონტაქტო ინფორმაცია
ქვეყანაში სახლართი ბადეების შემოტანა/რეალიზაციის შეზღუდვა.

საჭიროა 11658 ხელმოწერა

8342
20000
ადრესატი:
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ქვეყანაში სახლართი ბადეების შემოტანა/რეალიზაციის შეზღუდვა.

საქართველოში ყოველწლიურად სახლართი ბადეების გამოყენების უკანონო 20 000 ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. მათი უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 90 % რჩება წყალსატევში, ან ბუნებაში. აღნიშნული ბადეები წარმოადგენს ნეილონისა და სხვადასხვა სახის პოლიმერებისგან დამზადებულ ინვენტარს, რომელიც ბუნებაში არ იშლება 400 წლის მანძილზე. 400 წელი ბადეები იჭერენ და ხოცავენ თევზებს, კიბოსნაირებს, წყლის მცირეზომის ცხოველებს და ფრინველებსაც კი. რის შედეგადაც წყალსატევში ვრცელდება სხვადასხვა ინფექციური და სოკოვანი დაავადებები, რაც ავაადებს სხვა გადარჩენილ ორგანიზმებსაც. 

ზედამხედველობითი ორგანოები მსგავსი შემთხვევების 1 პროცენტსსც ვერ ავლენენ. ამავდროულად აღნიშნული ბადე_იარაღები თავისუფლად იყიდება ქვეყანაში, მარტივად ხელმისაწვდომია მისი დაბალი ფასის გამოც. (100 მეტრი სიგრძის სახლართი ბადის ფასი ბაზარზე 20 იდან 30 ლარამდე მერყეობს).

პეტიციის მიზანია მოხდეს სახლართი ტიპის ბადეების ქვეყანაში შემოტანა_რეალიზაციის შეზღუდვა. ვინაიდან აღნიშნული ბადეების გამოყენება აკრძალულია სპორტულ_ სამოყვარულო თევზჭერაში და დასაშვებია მხოლოდ ლიცენზირებული თევზჭერისას. აუცილებელია მოხდეს შეზღუდვის დაწესება რეალიზაციის ნაწილში. ბადე_იარაღის შეძენა ნებადართული უნდა იყოს მხოლოდ ლიცენზირებული პირისათვის, ან/და ორგანიზაციისათვის რომელიც ეწევა შესაბამის საქმიანობას. ამავდროულად საჭიროა დამატებითი კონტროლის მექანიზმების დანერგვა, ბადის შემდგომი გასხვისების ან დაკარგვის პრევენციისთვის. აღნიშნული შეზღუდვები თევზსაჭერ ბადე_იარაღებთან დაკავშირებით მოწმედებს ყველა განვითარებულ ქვეყანაში. ვინაიდან ბადე_იარაღები, განსაკუთრებით სახლართი ბადეები, როგორც უკანონო ასევე კანონის ფარგლებში გამოყენების შემთხვევაშიც წარმოადგენს ძალიან მაღალ საფრთხეს წყლის ბინადრებისთვის. 

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოძრაობის საინიციატივო ჯგუფი უკვე მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. 

თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია პროცესში თითოეული თქვენგანის ჩართულობა.

მოაწერეთ ხელი პეტიციას და გახდით გარემოსათვის პოზიტიური  ცვლილებების თანამონაწილე ✊

 

 


"M.A.P. მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ" არის  სამოქალაქო გაერთიანება, რომლის მიზანია ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობა. მოძრაობა საქართვლელოს ტერიტორიაზე მოქმედებს 2019 წლიდან. ორგანიზაციას მუშაობს სამი ძირითადი მიმართულებით.  1 საველე მონიტორინგი. 2 გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. 3 საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მხარი დაუჭირე პოზიტიურ გარემოსდაცვით  ცვლილებებს ✊  

ვრცლად