საჭიროა 9994 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
- თბილისის მერია
გამკაცრდეს კანონი ცხოველების პატრონების მიმართ, ვისაც არ სურს მათი ოთხფეხა მეგობრების შემდეგ ქუჩაში ფეკალიების გაწმენდა. დამატებით შეიქმნას სპეციალურად განკუთვნილი ადგილები ძაღლების გასეირნებისათვის ყველა უბანში, სადაც ხელმისაწვდომი იქნება სპეციალური კონტ
უმეტესობას გვიყვარს ცხოველები, და ვისაც პატრონობის პრეტენზია და სურვილი გააჩნია, უნდა გაიღოს პასუხისმგებლობაც, რომ ცხოველი მხოლოდ გართობისთვის არ არის, ეს მძიმე შრომაა, პასუხისმგებლობა, მუდმივი სწავლა და ერთგულებაა. ქალაქის ტროტუარები ანტისანიტარიის კერებად იქცა, ყველგან ყრია ფეკალიები, ზოგ კუჩაში შეუძლებელია გავლა, ეს ყველაფერი ყარს და აბინძურებს გარემოს. ეს პრობლემა აგრეთვე მიუთთებს იმაზე, რომ არ არსებობს სპეციალურად განკუთვნილი ადგილები, სადაც შეიძლება ძაღლის გასეირნება. პარკები, სადაც თამაშობენ პატარა ბავშვები, ასევე საშინლად დაბინძურებულია და ეს ვითარება ზრდის ჯამრთელობის საფრთხეს ბავშვებისთვისა და სხვა ცხოველებისთვისაც. შეიქმნას სპეციალურად განკუთვნილი ადგილები ძაღლების გასეირნებისათვის ყველა უბანში, სადაც პატრონებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სპეციალური კონტეინერებიც, პარკებიც და ასაღები მოწყობილობებიც. ცივილიზებულ სამყაროში, რისი პრეტენზიაც ჩვენც გაგვაჩნია, ასეთი დარღვევები ჯარიმდება 400-600 ევრომდე, ალბათ სხვანაირად ვერ აიძულებ ადამიანებს სხვებს პატივით მოეპყარონ და დაიცვან გარემოს ჰიგიენა.