საჭიროა 99997 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს მთავრობა
შეეზღუდოთ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება პირებს, რომლებიც არ იზიარებენ გენდერული თანასწორობის პრინციპს
დღეს, როდესაც პროგრესული და ცივილიზებული სამყარო აქტიურად იბრძვის ქალთა პოლიტკური და ეკონომიკური გაძლიერების კუთხით, დღეს, როდესაც საქართველოს ღიად აქვს გაცხადებული პროდასავლური და ჩრდილოატლანტიკური საგარეო კურსი, არსებითად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას გენდერული უთანასწორობის პრობლემის გადაჭრის კუთხით.
გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო მოხელე სარგოს იღებს გადასახადების გადამხდელის ფულიდან, არსებითად მნიშვნელოვანია, საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება შეეზღუდოთ პირებს, რომლებიც არ იზიარებენ გენდერული თანასწორობის პრინციპს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვითხოვთ, საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება საპარლამენტო უფლებამოსილების გასვლის შემდეგ შეეზღუდოს პირველ რიგში საქართველოს პარლამენტის იმ წევრებს რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტს, მეორე ეტაპზე კი სახელმწიფომ აიღოს ვალდებულება, მკაცრად გააკონტროლოს საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების პრეტენდენტთა თანაგრძნობის ხარისხი ქალთა და უმცირესობათა მიმართ.