საკონტაქტო ინფორმაცია
უარი მდინარე ბუჯაზე ჰესების მშენებლობას! არა ბუნების განადგურებას!

საჭიროა 4801 ხელმოწერა

199
5000
ადრესატი:
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

უარი მდინარე ბუჯაზე ჰესების მშენებლობას! არა ბუნების განადგურებას!

ჭიათურის რაიონ, სოფელ ხრეითში არსებულ ერთადერთ მდინარეზე, ბუჯაზე,(მოსახლეობისგან დამოუკიდებლად, ყოველგვარი მოლაპარაკებებისა და ნებართვის გარეშე) იგეგმება რამდენიმე ჰესის მშენებლობა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც მდინარეს და მის მიმდებარე ტერიტორიას, ასევე მოსახლეობას. აღნიშნული მდინარის ხეობა, გახლავთ მეწყერსაშიში ზონა და მსგავსი სახის მშენებლობა, გამოიწვევს მეწყრული პროცესების განვითარებას, რაც კარგს არავის არაფერს მოუტანს.

გარდა ამისა, მდინარე ბუჯას არ გააჩნია საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ მასზე ჰესებიც აშენდეს და თან მოსახლეობისთვისაც დარჩეს ხელმისაწვდომი. 

არამარტო ხრეითის, არამედ დანარჩენი სოფლების(სადაც მდინარე ბუჯა ჩაედინება)მოსახლეობის (თითქმის აბსოლიტური) უმრავლესობა ჰესების მშენებლობის წინააღმდეგია, სწორედ ამიტომ, მოვითხოვთ რომ შეწღდეს ზემოთ აღნიშნული პროცესების წარმოება და მდინარე დარჩეს ხელუხლებელი!