საჭიროა 49996 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პრეზიდენტი
მოვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს
საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში დაპირისპირება დღითიდღე ღრმავდება და საგანგაშო ნიშნულს აღწევს. საზოგადოებაში დაძაბულობა გაღრმავდა და ქვეყანა არაორდინალურ ვითარებაშია. ერთი მხრივ, ამას განაპირობებს არჩევნების შედეგების არალეგიტიმურობა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მეორე მხრივ კი ხელისუფლების შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება - კონსტიტუციის უხეში დარღვევა და უარის უარის თქმა ქვეყნის ისტორიულ არჩევანზე - ევროინტეგრაციაზე. ამ ყველაფრის ფონზე, ლეგიტიმურად აღშფოთებული მოქაალაქეების მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის კანონიერი უფლება პრაქტიკულად აკრძალულია და დემონსტრანტებს ყველაზე სასტიკი და უმოწყალო წესებით ებრძვის ქართული ძალოვანი უწყებები. ვითარება სულ უფრო საგანგაშო ხდება, რაც ქვეყანას და საზოგადოებას უმძიმეს შედეგებს უქადის. მსგავსი დაპირისპირებები ჩვენს ქვეყანას არცთუ ისე შორ წარსულში უკვე გამოვლილი აქვს და დაუშვებელია ისტორიული შეცდომების გამეორება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული საგანგაშო ვითარების ფონზე, ერთადერთ სწორ გამოსავლად მიგვაჩნია ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სამართლიან და თანაბარ გარემოში, ისე, რომ ვერავინ შეძლოს თუნდაც ერთი ამომრჩევლის ნების კონტროლი.
პეტიციაზე ხელმომწერები მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ყველაფერი გაკეთდეს ახალი საპარლამენტო არჩევნების უახლოეს მომავალში ჩასატარებლად.