დასრულებული
ადრესატი:
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, აქტივისტები, მივმართავთ ენმ პოლიტსაბჭოს შემდეგი მოთხოვნებით:
1. ჩატარდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფართო წარმომადგენლობითი ყრილობა, არანაკლებ 6000 დელეგატის მონაწილეობით,
2. ენმ ყრილობის მომზადების პროცესში და მიმდინარეობისას უზრუნველყოფილი იქნას მხარდამჭერთა აქტიური ჩართულობა.
მოვითხოვთ ყრილობის დელეგატების შერჩევის პროცესი იყოს გამჭვირვალე, დემოკრატიული და სამართლიანი.
3. ყრილობაზე მონაწილეთა ფართო ჩართულობით განხლულ იქნას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის დამარცხების მიზეზები,
4.. ყრილობაზევე გადარჩეული იქნას მოქმედი პოლიტსაბჭო, რომლის ხელმძღვანელობითაც პარტიამ ვერ მიაღწია სასურველ შედეგებს ვერცერთ არჩევნებზე ბოლო წლების განმავლობაში და მოხდეს ახალი პოლიტსაბჭოს არჩევა პოლიტსაბჭოს კანდიდატების არჩევის წესზე და პრინციპებზე წინასწარი, ფართო განხილვის და შეთანხმების შემდეგ.
დაუშვებლად და საზიანოდ მიგვაჩნია ენმ საპარლამენტო დეპუტაციის სიის მექანიკური კოპირება პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში,
5. ყრილობის დღის წესრიგში არ უნდა დადგეს პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი.მოვითხოვთ, პარტიის თავმჯდომარის პოსტი დარჩეს ვაკანტური მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნის დასრულებამდე,
პოლიტსაბჭოს 2015 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტურია და ამ თანამდებობაზე განიხილება მიხეილ სააკაშვილი. თავმჯდომარის ფუნქციები კი წესდებით დუბლირებულია და რეალურად დელეგირებულია პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეზე.
"უკვე სამი წელია პარტია გადასულია გუნდურ მმართველობაზე, არსებობს პოლიტსაბჭო, მისი თავმჯდომარე და გენერალური მდივანი და სწორედ ეს სტრუქტურები იღებს გადაწყვეტილებას პარტიაში, ამიტომ არანაირი საჭიროება და მიზანშეწონილობა არ არსებობს ახალი თავმჯდომარის არჩევის, პარტია გააგრძელებს გუნდურ მართვას",- დავით ბაქრაძე, 5.12.2015.
ის გარემოებები, რომლის გამოც პოლიტსაბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, დღეისთვის არ შეცვლილა. ყრილობის მიერ პარტიის თავმჯდომარის არჩევის აუცილებლობა სრულიად დაუსაბუთებელია , ხელოვნურადაა წამოწეული და ამიტომ მხარდამჭერების მიერ აღიქმება როგორც პარტიის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის პარტიის მართვისგან ჩამოცილების მცდელობა პოლიტსაბჭოს ნაწილის მიერ. ეს აღქმა უდიდეს ელექტორალურ (და არამარტო) ზიანს აყენებს და მომავალშიც მიაყენებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.