საკონტაქტო ინფორმაცია
დაინიშნოს მუნიციპალური ტრანსპორტი გარდაბნის რაიონ სოფელ ნორიოში

დასრულებული

514
500
ადრესატი:
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

დაინიშნოს მუნიციპალური ტრანსპორტი გარდაბნის რაიონ სოფელ ნორიოში

გარდაბნის რაიონ სოფელ ნორიოში წლებია დგას საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა, რაც გულისხმობს:

გაუმართავ სამარშრუტო ტაქსებს - მოსახლეობა გადაადგილდება მოძველებული ტრანსპორტით, უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფით,

მოუწესრიგებელ გრაფიკს, - ხანგრძლივ ინტერვალს, ბოლო მანქანის თბილისიდან ადრე გამოსვლას... (გადატვირთულ ტრანსპორტში ხშირად ასვლა შეუძლებელია, ხოლო ფეხზე მდგომი მოქალაქეების უსაფრთხოება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.)

მძღოლების არაეთიკურ დამოკიდებულებას მგზავრების მიმართ, რაც ხშირად სიტყვიერი შეურაცხყოფით გამოიხატება.

ამას ემატება შეუსაბამო, არასტაბილური ტარიფი, რომლის ცვლილებაც ხდება მძღოლების ინიციატივით, თვითნებურად.

2022 წლის 9 მაისიდან მგზავრობის საფასური თბილისი - ნორიოს მარშრუტზე 2 ლარის ნაცვლად გახდა 2,50 - მოსახლეობასთან კომუნიკაციისა და მსყიდველთუნარიანობის დათვლის გარეშე.

მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, პრობლემა კვლავ დღის წესრიგში დგას. აღნიშნული ფაქტი მიუღებელია, რადგან მგზავრებს  ყოველდღიურად მინიმუმ 5 ლარის გადახდა უწევთ სამსახურში მისასვლელად და უკან დასაბრუნებლად. საშუალოდ, მათი დღიური ხარჯი კი მათსავე ხელფასს უტოლდება.

შესაბამისად, მოსახლეობის დიდ ნაწილს სამსახურის დატოვება მოუწევს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსახლეობა თხოვნით მიმართავს გარდაბნის მერიასა და საკრებულოს, რომ დაინიშნოს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელსაც გააჩნია რიგი უპირატესობები: მოწესრიგებულ განრიგი, შესაბამისი ტარიფი და მოსახლეობის უმეტესობისთვის მოქნილ გრაფიკი.