საჭიროა 14756 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
დაეხმაროს საქართველოს მთავრობა საბერძნეთსა და იტალიაში მყოფ ემიგრანტებს ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მოპოვებაში
სანამ ჩვენს კონკრეტულ მოთხოვნაზე გადავალთ, გვინდა განვაცხადოთ, რომ ვაცნობიერებთ ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობას, ამავე დროს გვსურს ჩვენი ქვეყნის სტატუსი ამაღლდეს და წარმატებულ ქვეყყნებთან ჩვენს კეთილმეგობრულ ურთიერთობას ხელი არაფერმა შეუშალოს, თუმცა ვთვლით, რომ ქვეყნის სტატუსზე ზრუნვა მოქალაქეებზე ზრუნვით უნდა იწყებოდეს.
დღესდღეისობით საქართველო არ არის ეკონომიკურად წელში გამართული, საქართველოს ვერც მთავრობა და ვერც კერძო-ბიზნეს სექტორი ვერ უზრუნველყოფს ადამიანის ღირსებისათვის, უსაფრთხოებისათვის და სასიცოცხლო საჭიროებებისათვის შესაბამის სამუშაო ადგილებსა და ანაზღაურებას
(გთხოვთ მაგალითად ნუ განიხილავთ იმ ე.წ სამსახურებს, რომლებიც ბაზარზე უხვადაა, ისინი არ შეესაბამებიან ადამიანის სასიცოცხლო მოთხოვნებს, ანაზღაურება შეუსაბამოა დატვირთვასთან, დროსთან და ძალიან ხშირად შრომის უსაფრთხოება სრულიად უგულებელყოფილია)
ასევე მინდა გავაბათილო მეორე არგუმენტი რომელსაც ხშირად იყენებენ, თითქოსდა მშრომელი მასის გაუნათლებლობის ბრალია სამუშაო ადგილების არარსებობა.
შეგახსენებთ რომ: 1. ძალიან ბევრი განათლებული ადამიანი ვერ საქმდება განათლების შესაბამისად. 2. თუნდაც გაუნათლებელი ადამიანი იმსახურებს ღირსეულ შრომის პირობებს და ანაზღაურებას როდესაც ის მზადაა თანამშრომლობისთვის, და რაც მთავარია 3. ყველასათვის კარგად ნაცნობი ნეპოტიზმი.
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მოსახლეობის დიდი ნაწილი რომელიც ემიგრაციაშია, უკვე წლებია ვერ ბრუნდება სამშობლოში, მოგეხსენებათ რომ 25 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთის სამუშაოს მოძიება უკვე რთულია, მით უფრო 40-50 წელს გადაცილებული პირებისთვის, სახლმწიფოში კი ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე რეალური პროგრამა მათ დასახმარებლად.
რადგან საქართველოს მთავრობა ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას, აქდან გამომდინარე ვერ უზრუნველყოფს დაბრუნების მსურველი ემიგრანტების დასაქმებას (შესაბამისი ანაზღაურებით) და ფაქტიურად ქვეყნის შიდა ეკონომიკური ბრუნვა დიდწილად დგას ემიგრანტების გზავნილებზე, გთხოვთ შემდეგს: პირველ რიგში, შეეცადეთ საკუთარი მოქალაქეების დევნის ნაცვლად დაეხმაროთ მათ. თქვენ როგორც მოგვახსენეთ, ელოდებით ევროპის ქვეყნების მზადყოფნას თანამშრომლობისთვის, მაგრამ თქვენივე შექმნილი არარეალური იმიჯის გამო შესაძლოა თავად არ დაინტერესდნენ აქ მოცემული საკითხით, თქვენ ხართ ქართველი ხალხის არჩეული მთავრობის წევრები და გევალებათ გააკეთოთ ის რაც ხალხს სჭირდება, ეს ქვეყანა ხალხისაა და არა რამოდენიმე პარლამენტარის, ამიტომ ძალიან გთხოვთ თავად წამოჭრათ ეს საკითხი და თავად იაქტიურთ ამ ქვეყნებთან ურთიერთობაში.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში იტალიასა და საბერძნეთში მყოფი, ქართველი ემიგრანტი ქალები ვითხოვთ, ჩვენი ქვეყნის აქტიურ ნაბიჯებს, გთხოვთ ითანამშრომლოთ ამ ქვეყნების მთავრობებთან და დაგვეხმაროთ ემიგრაციაში პატიოსნად, ლეგალურად მუშაობის და ცხოვრების უფლების მოპოვებაში.
ჩვენ ვგმობთ ყველანაირ კრიმინალს და გვსურს ჩვენი ემიგრაცია იყოს ჩვენი საცხოვრებელი ადგილებისათვის მიღებული კანონის ფარგლებში.
ნუ შეგვწირავთ ქვეყნის არარეალურ სტატუსსა და ჩვენთვის გაურკვეველ და მიუღებელ სხვა მიზეზებს.
მოგეხსენებათ ფასადი რომელიც მყარი არაა ადვილად ჩამოიშლება.
პატივისცემით ქართველი ემიგრანტი ქალები .პ.ს ხელის მოწერა შეუძლიათ ასევე მამაკაცებსაც , საქართველოში მცხოვრებ ემიგრანტის ოჯახის წევრებსაც და უბრალოდ ადამიანებსაც ვინც იზიარებს ჩვენს მოსაზრებას