საჭიროა 9333 ხელმოწერა
ადრესატი:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი პეტიცია
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ შარლ მიშელს, ევროკავშირის კომისიის თავმჯდომარეს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფორბის მეთააურებს!
მოგმართავთ პეტიციით მხარი დაუჭიროთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
საქართველო და ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა იმისთვის , რომ თავი დაემკვიდრებინა ევროპულ ოჯახში, რადგან ევროპული ოჯახი - ჩვენი სახლია!
ქართული ფასეულობები სრულ თანხვედრაშია ევროპულ ფასეულობებთან, საქართველოს მოქალაქეები პატივს ცემდნენ ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირებობების გამოხატვის თავისუფლებას. ამის ნათელი მაგალითია დედაქალაქის ცენტრში განთავსებული სინაგოგა , მეჩეთი, კათოლიკური და მართლმადიდებლური სალოცავები.
ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 2008 წელს საქართველოზე ნატოს გზამკვლევის არ მოცემით საქართველო რუსეთის პირისპირ დარჩა და ამის შედეგებს დღეს ვიმკით. არის საშიშროება - ამ შემთხვევაშიც თუ საქართველოს არ მიენიჭება კანდიდატის სტატუსი - საქართველოს მოქალაქეები აღმოვჩნდებით მიტოვებული ოკუპანტი რუსეთის პირისპირ!
თქვენი მხრიდან კანდიდატის სტატუსის მონიჭება იქნება დიდი მოტივაცია , რათა ხალხმა უფრო დიდი შემართებით ვიზრუნოთ და ვიშრომოთ დემოკრატიის განმტკიცებისათვის საქართველოში.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვეხმარება რათა წელში გავმართოთ მართლმსაჯულება, ვიმუშაოთ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და საბოლოოდ შეუქცევადად მოხდეს საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია.
მადლობას გიხდით ხელმომწერები: