საკონტაქტო ინფორმაცია
დაიცავი თსუ!!!

საჭიროა 4190 ხელმოწერა

810
5000
ადრესატი:
  • თბილისის მერია

დაიცავი თსუ!!!

მეგობრებო, ყველას მოგეხსენებათ, რომ  უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება წყალმომარაგების ოფისი, რომელიც ითვალისწინებს მწვანე საფარის განადგურებას. გარდა ამისა, საუნივერსიტეტო ტერიტორიაზე პერსპექტივაშივე გვიკლავენ სტუდენტებისათვის საჭიროებისამებრ ათვისებას.

დღეს უნივერსიტეტს არ აქვს სახსრები, ამ ტერიტორიაზე განათავსოს სტუდენტებისთვის საჭირო დაწესებულებები, მაგრამ ტრაგედიაა ის, რომ  ეს პერსპექტივაშიც შეუძლებელი ხდება. უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, რომელზე მშენებლობის უფლებასც გასცემს თბილისის მერია. მოვუწოდებთ ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის მერიას, რომ წყალმომარაგების ოფისისათვის გამოყოს სხვა ალტერნატიული ტერიტორია და საუნივერსიტეტო ტერიტორია გადასცეს უნივერსიტეტს. ამით საშუალება გვექნება თსუ-ის სტუდენტებს გვქონდეს მომავლის იმედი.

 

ერთად დავიცვათ თსუ–ის ინტერესები მოვალაში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის პერსპექტივაზე!

პატივისცემით, თსუ–ის ეკოლოგიის მიმართულების სტუდენტები.