საკონტაქტო ინფორმაცია
გადადგეს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი

საჭიროა 9646 ხელმოწერა

354
10000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა

გადადგეს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი

საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს   და                                                           საქართველოს რეალურ მმართველს ბიძინა ივანიშვილს

პეტიცია

ჩვენ საქართველოს მოქალაქეები უერთდებით ირმა ინაშვილის, ემზარ კვიციანის, ლევან თედიაშვილის,   ადა მარშანაის შიმშილობსია აქციას  და ყველა იმ პიროვნებას რომელიც დღემდე აქტიურად იბრძვის ქვეყანაში სამართლიანობის დასამკვიდრებლად .

                                                                 მოვითხოვთ!

დაუყონებლივ გაათავისუფლოთ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაკავებული თანამდებობიდან. ხიდაშელმა ქვეყის თავდაცვის უნარაიანობის განმტკიცების ნაცვლად , გადაამეტა დაკისრებულ ვალდებულებებს,  კანონზე მაღლა დააყენა თავი  და  ზეგავლენა მოახდინა  საგარეჯოში საარჩევნო პროცესზე.  მან  პოლიტიკურ ინტერესებს  დაუქვემდებარა  და თავისი  ნათესავის  თამარ ხიდაშელის სასარგებლოდ, მობილიზება გაუკეთა საგარეჯოში განლაგებული  საჯარისო ნაწილს.  თავდაცვის მინისტრამ   მსოფიოში გაუგონარი,  სამარცხვინო  პრეცენდენტი დაუშვა, საარჩევნო უბანში პირადად ითვლიდა ხმებს და აჯამებდა ოქმებს.   ამ საქმეში სხვა ჩინოვნიკებთან ერთად მახარს უბავდა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი  გიგლა  აგულაშვილი.                           

  თინათინ ხიდაშელმა თავისი უმსგავსო  ქმედებით დაარღვია საქართველოს კონსტიტუცის 14-ე და 28-ე მუხლები, საარჩევნო კანონდებლობა  და გამოიკვეთა  სისხლის სამართლის კოსდექსის   142-ე  (ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა  ნაწილი 2. იგივე ქმედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით),162-(არჩევნებშინებისგანხორციელებისათვის ხელისშეშლა,  ნაწილი 2. იგივექმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით),  332-ე ( ნაწილი 2. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო- პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ), 333-ე ( ნაწილი 2. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ) მუხლებით ჩადენილი დანაშაული , რაც საქართველოს მთავარმა პრიკურატურამ უმოკლეს ვადებში უნადა გამოიძიოს და დაადგინოს. 

ურეიტინგო რესპუბლიკური პარტიის ლიდერი თინათინ ხიდაშელი ქართველი ხალხის ნებით არ დანიშნულა , იგი  ოკიანის გაღმიდან ზეწოლის შედეგად გაამწესეს მინისტრად. როგორც ჩანს ხიდაშელისთვის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა და ამომრჩეველთა უფლებების ხელყოფა არაფერს ნიშნავს და მმართველი გუნდი ასეთივე მეთდებით გეგმავს 2016 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ხიდაშელმა საქართველო გლობალურ დაპირისპირებაში ჩაითრია, რაც საფრთხეს უქმნის მთლიანად ქვეყანას   და თითოეულ მოქალაქეს.                                                                              ქართული საზოგადეობა ვერ შეეგუება კონსტიტუციური უფლებების შელახვას და მოითხოვს                  თ. ხიდაშელის და გ. აგულაშვილის გადაყენებას დაკავებული თანამდებობიდან!

ვაფრთხილებთ საქართველოს ხელისუფლებას!დაუყონებლივ მიიღონ ზომები, უზრუნველყონ მოშიმშილეთა ჯანმრთელობის დაცვა  და საზოგადოების  დარღვეული საკონსტიტუციო უფლებების  აღდგენა.