საკონტაქტო ინფორმაცია
გადაიხედოს სარწყავი წყლის 10 დღიანი გრაფიკი თეთრიწყაროში

საჭიროა 322 ხელმოწერა

178
500
ადრესატი:
  • საქართველოს მელიორაცია
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გადაიხედოს სარწყავი წყლის 10 დღიანი გრაფიკი თეთრიწყაროში

პეტიცია იქმნება  თეთრიწყაროს რაიონი სოფ. ჯორჯიაშვილის თემის სახელით, აღნიშნულ სოფლებში სამელიორაციო სისტემის პრობლემიდან გამომდინარე.

როგორც მოგეხსენებათ, თეთრიწყაროს რაიონის ქვედა ზონის სოფლები სარწყავდება ალგეთის წყალსაცავის რეზერვუარიდან, თუმცა რიგი მიზეზების გამო ვერ ხერხდება მოსახლეობის სამელიორაციო წყლით ელემენტარული უზრუნველყოფაც კი.

2020 წლის აგრარული სეზონი სოფლებში იწყება მარტი-აპრილიდან, ხოლო წყლის სატესტო გამოშვება მხოლოდ ივნისის პირველ რიცხვებში მოხდა რამოდენიმე საათით.  აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როგორც დასახლებულ პუნქტებში, ისე დიდ სავარგულებში გამავალი სამელიორაციო სისტემა ძლიერ დაზიანებულია, რის გამოც მოსახლეობის ნაკვეთებამდე ვერ აღწევს სარწყავი წყალი, ხოლო სოფლის შიდა გზები და რიგი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დახეთქილი წყლის მილების გამო განიცდის წყლისმიერ ეროზიას.

ქვემო ქართლის მელიორაციამ მიმდინარე აგრო სეზონზე შეადგინა გრაფიკი 10 დღის მონაცვლეობით, რაც გულისხმობს 10 დღის განმავლობაში სამელიორაციო წყლით სოფლების შეძლებისდაგვარად უწყვეტ მომარაგებას, ხოლო 10 დღის განმავლობაში სარწყავი წლის მიწოდების შეწყვეტას. ეს მიდგომა სოფლის მეურნეობისთვის ძლიერ საზიანოა, რადგან; როგორც მოგეხსენებათ ზაფხულში ამ სოფლების მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი არის ბოსტნეული კულტურების მოყვანა, მოწეული პროდუქციის ადგილობრივ და საქალაქო ბაზრებზე რეალიზება, ხოლო 10 დღის განმავლობაში ბაღჩეული კულტურების უწყლოდ დატოვება ძლიერ დააზარალებს ადგილობრივ მცირე და საშუალო ფერმერებს. 

უამრავი ზარის მიუხედავად ქვემო ქართლის მელიორაციის სამსახურის უფროსი ბატონი პაატა აბაშიძე იმეორებს, რომ ჩვენ წყალი წიწმატის მოსაყვანად გვინდა რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

პეტიციით ვითხოვთ, გადაიხედოს თეთრიწყაროს რაიონში სამელიორაციო გრაფიკი და  მელიორაციის სამსახურის  კომპეტენციის ფარგლებში და აგროკულტურების რწყვის საჭიროების შესაბამისად შეიქმნას  ადგილობრივ ფერმერებზე მორგებული მეტი ინტენსივობის  სამელიორაციო გრაფიკი.  ერთადერთი არგუმენტი რაც ადგილობრივი მელიორაციის სამსახურს აქვს არის ალგეთის წყალსაცავში წლის მცირე რაოდენობა რაც სიმართლეს არ შეესაბამება და გთავაზობთ ამის ვიზუალურ მტკიცებულებას. გარდა ამისა გრაფიკის ცლილება  წყლის ხარჯს არ გაზრდის.

უფრო ხშირი ინტენსივობის შემთხვევაში, მაგ 5-6 დღიაანი გრაფიკის შემთხვევაში კარგი გამოსავალია მარტივად აღმოვაჩინოთ საირიგაციო მილების პრობლემები და მისი დროულად შეკეთების ხარჯზე  მოხდეს წყლის დაზოგვა და არა დღეების შემცირებით.