დასრულებული
501
500
ადრესატი:
- თბილისის მერია
გადავარჩინოთ ვაკის გამგეობის სკვერი
ვაკის რაიონის გამგეობის ეზოში მდებარე სკვერი, კვლავ განაშენიანების საფრთხის წინაშეა;
სამეზობლო თემმა, დაუღალავი ბრძოლის შედეგად ერთხელ უკვე შეაჩერა ინვესტორის მცდელობა, სკვერის მომიჯნავედ, ჩაედგა უზარმაზარი შენობა, თუმცა, მაისის თვეში, მშენებლობის იდეა კვლავ განახლდა;
მოვითხოვთ, ქალაქ თბილისის მერიისგან, არ დაუშვას, ისედაც მშენებლობებით შევიწროვებული და შემცირებული სკვერის, კიდევ უფრო დაზიანება, უარი უთხრას კომპანია "ლიდერბეთს" მისი ოფისისათვის პროექტის შეთანხმებაზე და ერთხელ და სამუდამოდ დაუბრუნოს სკვერი ქალაქს!