საკონტაქტო ინფორმაცია
ჩანაცვლდეს პოლიეთილენის პარკების გამოყენება მუყაოს ან ნაჭრის, მრავალჯერადად გამოყენებადი, პარკებით, რათა დაბინძურების მხრივ ჩვენი გარემო ბევრად უსაფრთხო იყოს!

საჭიროა 9888 ხელმოწერა

112
10000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი

ჩანაცვლდეს პოლიეთილენის პარკების გამოყენება მუყაოს ან ნაჭრის, მრავალჯერადად გამოყენებადი, პარკებით, რათა დაბინძურების მხრივ ჩვენი გარემო ბევრად უსაფრთხო იყოს!

პოლიეთილენის მოხმარების შემცირების და მისი ქაღალდის პარკებით ჩანაცვლების პროპაგანდა მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს. ამ დროს, საქართველოში ისიც არ აქვთ გაცნობიერებული, რა საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს პოლიეთილენის პარკი გარემოსა და ადამიანის სიცოცხლისთვის. ეფექტური გამოსავალი, ალბათ, აკრძალვებზე მეტად საზოგადოებაში ეკოლოგიური თვითშეგნების ამაღლებაა.ადამიანები დღემდე დაუდევრად ყრიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, რაც სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან აკრძალვების დაწესების აუცილებლობას განაპირობებს. პოლიეთილენის ნარჩენები ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა. პოლიეთილენის წარმოება იაფია, ის შედარებით ადვილად მოსახმარი და ხელმისაწვდომია. ამიტომაც, პოლიეთილენის პროდუქტი ყოველდღიურად დიდი რაოდენობით გამოიყენება.

 

პოლიეთილენი არამარტო აბინძურებს ბუნებას და საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას, არამედ მისი დაუდევრად მოხმარება სიცოცხლისთვისაც საკმაოდ საშიშია. პოლიეთილენი ძალიან ძნელად იხრწნება (მინიმუმ 400 წელი სჭირდება), მისი დაშლის დროს გამოყოფილი ნივთიერებები იწვევს გარემოს დაბინძურებას. ბევრმა ალბათ არც იცის, რომ პოლიეთილენი ჩვეულებრივი ნავთობპროდუქტია, და ის არანაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, ვიდრე სხვა ტიპის ნავთობპროდუქტების ნარჩენების პირდაპირ მოხვედრა ბუნებაში. საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა. განვითარებულ ქვეყნებში, ნარჩენების მართვა, სერიოზულ ბიზნესად იქცა. ეკოლოგიური საკითხების გადაწყვეტა კი პოლიეთილენის კვლავწარმოებით ხდება.მსოფლიოში ნარჩენების მართვის სფეროს თანამედროვე კონცეფცია აღინიშნება სამი "R”-ით: -reduction - ნარჩენების დაგროვების მოცულობის შემცირება, ნარჩენების მინიმიზაცია; -reuse- კომპონენტების განმეორებითი გამოყენება; -recycling- კომპონენტების გადამუშავების შემდეგ სამეურნეო ბრუნვაში დაბრუნება. ამ კონცეფციას უკვე მრავალი ქვეყანა იზიარებს და სხვადასხვა მეთოდით ცდილობს მოსახლეობაში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებას. საქართველოში ამ მხრივ რთული ვითარებაა. პოლიეთილენის მავნებლობის საკითხი დღის წესრიგში ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ 2010 წელს დადგა. 2010 წლის თებერვალში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე იმ ბიზნესმენებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში პოლიეთილენის პროდუქტის მსხვილი მწარმოებლები არიან. მინისტრმა მეწარმეებს `პოლიეთილენის ერთჯერადი პაკეტების ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შესახებ~ კანონის შექმნის მიზანი და აუცილებლობა გააცნო და მათი აზრიც მოისმინა. დაისახა კონკრეტული გეგმა, როგორ შეიძლება, ერთის მხრივ, გაუმჯობესდეს არსებული მდგომარეობა და, მეორეს მხრივ, არ დაზარალდეს მეწარმეთა ინტერესები. კანონპროექტის სამუშაო ვერსია ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული პოლიეთილენის ერთჯერადი პარკისთვის მოსაკრებლის დაწესებას - ერთ ცალზე 0.2 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოში იმპორტირებული პროდუქციისთვის - ერთ ცალზე 0.3 ლარი. ახალი კანონპროექტი სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში გაივლის მოსამზადებელ პროცედურებს. შემდეგ კანონი დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება. ამ დროისთვის უცნობია, რა ეტაპზეა აღნიშნული კანონის სამუშაო ვერსიის განხილვა, როდის შევა ის ძალაში და მოხდება თუ არა მისი განხილვა პარლამენტში. გარდა ამისა, პოლიეთილენის პროდუქტზე მოსაკრებლის დაწესება, არ იქნება სასურველი ეფექტის მომტანი, ამ შემთხვევაში გაიზრდება, მხოლოდ ფასი, რაც მის მოხმარებას, რეალურად ვერ შეამცირებს. ფაქტია, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო რეალური ნაბიჯების გადასადგმელად არაფერს აკეთებს. ნაკლებია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ის პოლიეთილენის პროდუქტი, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურად, დიდი რაოდენობით იყენებენ. მოსახლეობისადმი ინფორმაციის მიწოდებისა და მოტივირების მიზნით, შესაძლებელია, დაიგეგმოს სხვადასხვა ღონისძიებები, სადაც აქტიურად ჩაერთვებიან, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. ეს პრაქტიკა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული და წარმატებით მუშაობს.პოლიეთილენის აქტიური მოხმარება დაიწყო 70-იანი წლებიდან ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში დაახლოებით ტრილიონი პოლიეთილენის პაკეტი იწარმოება. ეკოლოგების მოკვლევით, ადამიანი გარემოს ყველაზე მეტად პოლიეთილენის ნაწარმით აბინძურებს. ნაწარმი, რომელიც რამდენიმე წუთის მოხმარებისთვის არის გათვლილი, ბუნებაში ასეული წლების (დაახლოებით 300-400 წელი) შემდეგ იხრწნება. პოლიეთილენის წვის დროს გამოიყოფა ნივთიერება, რომელიც აბინძურებს ატმოსფეროს და მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. პოლიეთილენის პარკები არის ადამიანის მიერ გადაყრილი ნაგვის 7-9%