საკონტაქტო ინფორმაცია
კლუბები და ბარები

საჭიროა 9629 ხელმოწერა

371
10000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • თბილისის საკრებულო
  • ფინანსთა სამინისტრო

კლუბები და ბარები

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დახურული კლუბებისა და ბარების წარმომადგენლები სახელმწიფოსგან მოითხოვენ, დაუყოვნებლივ დადგინდეს აღნიშნული ობიექტების გახსნის თარიღი. ამას გარდა, სექტორის მიერ თავისი ეკონომიკური როლის სრულად დასაბრუნებლად აუცილებელია დაწესდეს ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი გადასახადების, მათ შორის, დღგ-ს კუთხით. 

დახურული კლუბებისა და ბარების წარმომადგენელთა მიერ ჩამოყალიბებული კრიზისის დაძლევის ხედვა ითვალისწინებს ასევე ღია სივრცეებში „გადარჩენის პარკის“ შექმნის ინიციატივას:

„დროულად თუ არ მოგვეცემა დახურული სივრცეების გახსნის შესაძლებლობა, გვაქვს ინიციატივა, სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ, ცენტრალურ, მაგრამ გამოუყენებელ ღია სივრცეებში შევქმნათ სარეკრეაციო, ქვეყნის ტურისტული საიმიჯო პროდუქტი - „გადარჩენის პარკი“, სადაც უკვე არსებული დახურული ბარები წარმოადგენენ თავის ღია ვარიანტს, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების რისკები.

აბსოლუტურად ვიაზრებთ პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, რაც უკვე დავამტკიცეთ ჩვენი ობიექტების და სივრცეების დაკეტვით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ადრე, სახელმწიფოს მხრიდან რეკომენდაციების დამტკიცებამდე.

გვჯერა, რომ სახელმწიფოს გათავისებული აქვს ჩვენი როლი ეკონომიკის, ტურიზმის, საერთაშორისო რეპუტაციისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მშენებლობაში, ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანთა მძიმე ყოფა და ამიტომ სახელმწიფო, როგორც კეთილმოსურნე იმუშავებს აღნიშნული კრიზისის დასაძლევად, ზემოთ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად