საკონტაქტო ინფორმაცია
ენმ-ს აკრძალვა

საჭიროა 47497 ხელმოწერა

2503
50000
ადრესატი:
  • საქართველოს პროკურატურა
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

ენმ-ს აკრძალვა

ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, მიუხედავად ჩვენი ეთნიკური, სოციალური თუ პოლიტიკური წარმომავლობისა,  ვითხოვთ საქართველოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", როგორც სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის მადესტაბილიზებელი ორგანიზაციის აკრძალვას შემდგომი გარემოების გამო: მას შემდეგ, რაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" (ენმ) 2012 წლის არჩევნების შედეგად მმართველი ძალის ოპოზიციაში გადავიდა, მიუხედავად ე.წ. "კოჰაბიტაციის" პერიოდისა, არ შეუწყვეტია ანტისახელმწიფოებრივი ძირგამომთხრელი საქმიანობა. 

ენმ განსაკუთრებულად გააქტიურდა 2016 წლის წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში. პარტიის ლიდერები და საშუალო რგოლის წარმომადგენლები აშკარად, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, მოუწოდებენ საკუთარ მხარდამჭერებს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისაკენ. არჩევნების დღეს მათ უკვე მოაწყვეს რამდენიმე მძიმე პროვოკაცია საარჩევნო უბნებზე მარნეულში, ზუგდიდის რაიონში, ქუთაისში და ა.შ. თუკი კიდევ გაგრძელდება ენმ-ს პროვოკაციები, ამან შესაძლოა საქართველო შინა დაპირისპირების და სამოქალაქო ომის ზღვრამდე მიიყვანოს! ამას კი ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება თითოეული ჩვენთანისათვის!!!