საკონტაქტო ინფორმაცია
ერთად შევაჩეროთ სამშენებლო გენოციდი !

საჭიროა 974 ხელმოწერა

26
1000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი

ერთად შევაჩეროთ სამშენებლო გენოციდი !

ერთად შევაჩეროთ სამშენებლო გენოციდი!

ბათუმის უდიდესმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მშენებლობის სფეროში არსებული ქაოტური და კორუფციული გარემო გვანადგურებს !

30 წლის განმავლობაში, მრავალი ნრგევისა და მსხვერპლის გლოვა გვახსოვს, თუმცა ამ მკვლელობებისთვის პასუხისგებაში მიცემული – არცერთი მაღალჩინოსანი...

რეალურად, მსხვერპლი გაცილებით, ათჯერ, ასჯერ და კიდევ მეტია, რადგან ჩვენ ძირითადად , მყისიერი ნგრევის შედეგად დაღუპულებს ვიმახსოვრებთ, რაც ბუნებრივიცაა. თუმცამრავალჯერ და მრავალჯერ მეტი ვიღუპებით (10, 20, 30 და მეტი წლით ნაკლებს ვცოცხლობთ) მასობრივი, ყოველგვარ სტანდარტს აცდენილი მშენებლობების შედეგად. ბათუმში, თბილისში და სხვა ქალაქებში განხორციელებული ამგვარი სამშენებლო ვაკხანალიის შედეგად,ჩვენი საარსებო  გარემოუკიდურესად და სულ უფრო მეტადუარესდება... რაც,უპირველეს ყოვლისა, სუფთა ჰაერსა და მზის შუქს გვართმევს (მაგრამ  არამხოლოდ),ამ ყოველივეს შედეგად, ჩვენს სამშობლოში, ყოველი მე–5 სიკვდილი ჰაერის დაბინძურებასთანაა დაკავშირებული.

თავად მშენებლობის ხარისხიცუაღრესად მძიმეა, რაც გამოწვეულია სამშენებლო რეგულაციების  დაბალი სტანდარტით, ნებართვების გაცემის პროცესში არსებული მასშტაბური, სისტემური და ძირითადად სახელისუფლო კორუფციით, ასევე ნებართვების პიროებების აღსრულებაზე ზედამხდველობის პრაქტიულად ნულოვანი დონით. ამას ემატება, როგორც ძველი, ასევე ახალნაშენი ნაგებობების მდგრადობის პერიოდული ინსპექტირებისა და პასპორტიზაციის სისტემის არ არსებობა.

ყოველივე ნათქვამიდან გამომდინარე, ალბათობა, ბათუმის მსგავსი ტრაგედიების განმეორებისა და გახშირებისაც კი უაღრესად მაღალია (პრაქტიკულად გარდაუვალია).ამიტომ, აუცილებელია დროული და გადამჭრელი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის:

  1. მიმდინარე მშენებლობების („ნებართვიანისა და უნებართვოს“) ინსპექტირების მასშტაბური პროცესის განხორციელების დაუყონებლივ დაწყება;
  2. ბათუმისა და სხვა მსგავსი ტრაგედიების მიზეზთა სრულფასოვანი საგამოძიებო პროცესის წარმართვა, მათ შორის მაღალჩინოსანთა პასუხისმგებლობის გამოკვეთისკენ მიმართული სათანადო ძალისხმევის გაწევის პირობით;
  3. სამშენებლო ნებართვების გაცემისა და მათ აღსრულებაზე ზედამხედველობის, მარეგულირებელი კანონმდებლობისა და მათი აღსრულების მექანიზმების ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა;
  4. მრავალსართულიანი კორპუსების სამშენებლო ნებართვების გაცემის შეჩერება–მორატორიუმი, კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანამდე; სათანადო გეოლოგიური, სეისმოლოგიური, ჰიდროლოგიური და სხვა კვლევების განხორციელებამდე. ასევე კანონმდებლობის აღსრულებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და საკადრო მომზადება–გადამზადების პროცესის დასრულებამდე.
  5. დასრულებული შენობა–ნაგებობების სრულმასშტაბიანი ინსპექტირება–პასპორტიზაციის პროცესის დაუყონებლივ დაწყება;
  6. მხოლოდ უძრავი ქონების შესყიდვის სანაცვლოდ, სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე ბინადრობის მოწმობის უპირობო გაცემის წესის გაუქმება, რადგან მასშტაბური მშენებლოები, რომელთაც თბილისი და ბათუმი „ვეღარ აუდის“, დიდწილად სწორედ ამ ფაქტორითაა განპირობებული.

 

 ავტორი: ლაშა ჩხარტიშვილი

              ეკოლოგიის მაგისტრი