საჭიროა 19797 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პრეზიდენტი
აიკრძალოს პოლიტიკური პარტიების, მედია საშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაცების უცხოეთიდან დაფინანსება
აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიების, მედია საშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაცების უცხოეთიდან დაფინანსება, რომლებიც ატარებენ დამფინანსებელი ქვეყნების პოლიტიკას, ერევიან რა საქართველოს საშინაო საქმეებში, ქმნიან დესტაბილიზაციას, არეულობას ახორციელებენ საზოგადოების დაყოფასა და საზოგადოებაში შუღლისა და სიძულვილის ჩანერგვას.
უცხო ქვეყნების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები, არღვევენ დემოკრატიისა და თავისუფლების პრინციპებს, ისინი უხეშად ერევიან ხალხის მიერ არჩევანის გაკეთებაში და თავს ახვევენ ისეთ იდეოლოგიურ მსოფლმხედველობასა და კულტურულ დღის წესრიგს რაც მიუღებელია საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის.
სწორედ მათ მიერ ძალით თავსმოხვეული მსოფლმხედველობრივი შეხედულებები იწვევენ, საზოგადოებაში არეულობას, შუღლს და მუდმივ დაპირისპირებაში ამყოფებენ საზოგადოებას, რაც მათ ინტერესებში შედის, რადგან სწორედ ამგვარი დამოკიდებულებები აძლევთ საშუალებებს მიიღონ დაფინანსებები.