საკონტაქტო ინფორმაცია
ერთად დავიცვათ ბადაგონი!

საჭიროა 12745 ხელმოწერა

7255
20000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა

ერთად დავიცვათ ბადაგონი!

ჩვენ, ამ პეტიციის ხელმომწერნი,  მოვითხოვთ  კომპანია 
"ბადაგონის" და მისი მფლობელისა და დამფუძნებლის,  გიორგი სალაყაიას წინააღმდეგ დაწყებული დევნის და ძალადობის შეწყვეტას! 

ღრმა შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ ქართული მეღვინეობის ფლაგმანის, კომპანია "ბადაგონის" წინააღმდეგ ფინანსური პოლიცია ახორციელებს აუხსნელი  და საჩვენებელი ძალადობით სავსე მოქმედებებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება სამართლიანად ამაყობდა იმ ფაქტით, რომ ქვეყანაში კერძო საკუთრება იმყოფებოდა კანონის დაცვის ქვეშ,  ხოლო ბიზნესი სარგებლობდა უპრეცედენტო თავისუფლებით და განვითარების შესაძლებლობით. 


ვფიქრობთ, რომ 7 თებერვალს კომპანია "ბადაგონის" ოფისში ფინანსური პოლიციის მიერ განხორციელებული შეჭრა და ამ უწყების მიერვე წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნა ქართული მეღვინეობის ლიდერი კომპანიის მიმართ  ატარებს უსამართლო და მიკერძოებულ ხასიათს, რაც აზიანებს არა მხოლოდ "ბადაგონის" ფინანსურ მდგომარეობას და ბიზნეს საქმიანობას, არამედ ეჭვის ქვეშ აყენებს რუდუნებით მიღწეულ ხელსაყრელ გარემოს ქართული ბიზნესის განვითარებისთვის, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას და  საერთაშორისო რეპუტაციას. 

მივმართავთ საქართველოს მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს კომპანია "ბადაგონისა" და მისი მფლობელის, გიორგი სალაყაიას სისხლის სამართლებრივი დევნა, ხოლო ყოფილი ბიზნეს პარტნიორების მხრიდან წარმოქმნილი პრეტენზიების განხილვა მოხდეს სამოქალაქო სასამართლოს დარბაზში მხარეების კანონიერი უფლებების სრული დაცვითა და პატივისცემით, როგორც ეს ხდება ყველა ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში. 

ერთად ბადაგონისთვის!                                                                  

ჩვენ ვიცავთ ბადაგონს, ჩვენ ვიცავთ საქართველოს განვითარების პერსპექტივას!