საჭიროა 199838 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პრეზიდენტი
დაუბრუნდეს სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადი 2010 წლის ნიშნულას
2012 წლიდან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა ახალი ტარიფები სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, კერძოდ სახნავზე-სათევზე, საძოვარზე და სათიბზე. რაც დაიყო რაიონული პრინციპით. ასე მაგალითად სახნავი: დედოფლისწყარო - 87 ლარი, სიღნაღი - 86 ლარი, მარნეული -100 ლარი და სხვა; საძოვარი - ახმეტა - 5 ლარი, დედოფლისწყარო - 7 ლარი, ხოლო სიღნაღში 16 ლარი და სხვა.
აღნიშნულ ცვლილებას არ ახლდა არავითარი შეფასება, არ მომხდარა საჯარო განხილვა და არ შემუშავებულა არანაირი ერთ გვერდიანი დოკუმენტიც კი, რომლითაც დადასტურდებოდა აღნიშნული გადაწყვეტილების სისწორე თუნდაც თეორიულად.
2013 წელს აღნიშნული დადგენილების კოპირება მოხდა საგადასახადო კოდექსში, ასევე ყოველგვარი დასაბუთების და გააზრების გარეშე.
არცერთმა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანომ არ გაითვალისწინა საქართველოს მრავალ ფეროვანი კლიმატიანი ბუნებრივი რესურსები, მიწა, სარწყავების და ირიგაციის ხელმისაწვდომობა, მიწების სხვადასხვა ხარისხობრივი მდგომარეობა, სადაც ფერმერები სხვადასხვა კულტურას მოიწევენ, შესაბამისად მიიღებენ სხვადსხვა ეკონომიკურ ეფექტს. ასე მაგალითად: იგივე მარნეულის რაიონში სადაც სარწყავის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია სხვადასხვა მაღალ შემოსავლიანი კულტურის მოყვანა (პომიდორი, კიტრი, კარტოფილი და სხვა), ხოლო ურწყავში მაქსიმუმ მარცვლოვანი კულტურები, ხოლო გვალვიან წელიწადში მოსავალი პრაქტიკულად ნადგურდება და ფერმერები დიდ წაგებას ნახულობენ.
მოვითხოვთ, დაუბნრუნდეს გადასახადები მიწაზე ძველ ნიშნულს და სასწრაფო წესით დაიწყოს მუშაობა ახალ განაკვეთზე, რომელიც ყველანაირად იქნება შესწავლილი და დასაბუთებული და ფერმერებს აღარ ექნებათ უდისკრიმინაციულობის შეგრძნება.
შემოურთდით პეტიციას ყველა, ფერმერიც და არაფერმერიც, რადგან ეს ყველას ეხება.