დასრულებული
ადრესატი:
- ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ვითხოვთ დაბა ბაკურიანში კულტურის სახლის აშენებას
ბორჯომის მინიციპალიტეტის დაბა ბაკურიანს არ გააჩნია კულტურის სახლი, ასევე მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო შენონბა-ნაგებობა , სადაც ადგილობრივ ბავშვებს მიეცემოდათ შესაბამისი ცოდნის მიღების შესაძლებლობა. დღეისდღეობით ბაკურიანში არსებობს კერძო ინიციატივით შექმნილი რამოდენიმე წრე ( ქართული ცეკვის , სიმღერის ) , რომელსაც არ გააჩნია მისი სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო შესაბამისი ფართი. შესაბამისი შენობის არარსებობის გამო , ვერ ხერხდება უფრო მეტი სპორტულ, კულტურულ-საგანმანათლებო წრეების გახსნა , რომლის არსებობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია . ასევე ბაკურიანში კულტურის სახლის არსებობა , ხელს შეუცყობდა ბაკურიანის ირგვლივ არსებულ სოფლებში ( ანდეზიტი ,ციხისჯვარი ,დიდი მიტარბი ) მცხოვრები ბავშვებისათვის სოციალურ-კულტურულ ცხოვრების ჩართვაში .
ზემოარნიშნულიდან გამომდინა , ამ პეტიციაზე ხელმომწერები ვითხოვთ, დ.ბაკურინის კულტურის სახლის შექმნას , და მისი სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი შენობა-ნაგებობის აშენებას .