საჭიროა 104 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს პარლამენტი
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს პრეზიდენტი
სტუდენტების მიმართვა ხელისუფლებას
ჩვენ, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, ვეხმაურებით ქვეყანაში განვითარებული მოვლენებს.
განსხვავებული თუ კრიტიკული აზრის ჩახშობა, საზოგადოების ორად გახლეჩა და დაპირისპირება, სახელმწიფოს რეპრესიული და არაპროპორციული ძალის გამოყენება, ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს და ადამიანის უფლებების დაცვის ღირებულებებს.
ასე გვასწავლეს და ასე გვჯერა!
კონსტიტუციით გარანტირებული ღირებულებები გვინდა ფურცლების გარდა პრაქტიკაშიც დავინახოთ. გვინდა დავინახოთ იმიტომ, რომ ამით ჩვენს მომავალსაც სპობთ.
ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ იზრუნოს ქვეყანაში არსებული პრობლემებისა და კრიზისების მოგვარებაზე, ის კიდევ უფრო აღრმავებს არსებულ კრიზისებს, ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზაციას და რეალური პრობლემებიდან ფოკუსი გადააქვს სხვა ისეთ საკითხებზე, რომლებიც ნამდვილად არ წარმოადგენს საზოგადოების, მათ შორის სტუდენტების ინტერესებს.
ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ ამ და სხვა პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს, დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიული დევნით, რაც გარდა იმისა რომ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, ამავე დროს ყურადღების მიღმა ტოვებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების საჭიროებებსა და პრობლემებს.
მიგვაჩნია, რომ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა ტრაფარეტული შინაარსის არ უნდა იყოს, სახელმწიფო ინსტიტუტები სამართლებრივი, ხოლო ხელისუფლება არაძალადობრივი მეთოდებით უნდა ცდილობდეს ნებისმიერი კრიზისული ვითარების განმუხტვას!
მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ არც ერთ ეტაპზე არ უნდა შეუქმნას საფრთხე ჩვენი სახელმწიფოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და არ დაუშვას ჩვენი დასავლეთისგან იზოლაცია!
მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისიდან გამოსვლის ნაცვლად ხელისუფლება ოპონენტების, სამოქალაქო აქტივისტების მიმართ რეპრესიულ პოლიტიკას არ უნდა ატარებდეს!
ხელმომწერები:
ნაზი ერემეიშვილი - სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
მარიამ ფოჩხუა - სამართლის ფაკულტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
ედო ჯავახაძე - სამართლის სკოლა, თავისუფალი უნივერსიტეტი
გიორგი ნეფარიძე - სამართლის ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მათე მგელაძე - სამართლის სკოლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ლაშა ჭუმბაძე - სამართლის ფაკულტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ლევან სანიკიძე - სამართლის ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გიგი გიგიტელაშვილი - სამართლის სკოლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
მარიამ ჯიქია - საჯარო სამართალი და პოლიტიკა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
როლანდ ბაღათურია - საჯარო სექტორის ინოვაციები და ელექტრონული მმართველობა, KU Leuven
სალომე მაისურაძე - სამართლის ფაკულტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
მეგი შამათავა - სამართლის სკოლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
სალომე კვირიკაშვილი - საჯარო სამართალი და პოლიტიკა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გვანცა ქასრაშვილი - მედიცინის ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სალომე რურუა - საჯარო სამართალი და პოლიტიკა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
მარიამ გეწაძე - სამართლის ფაკულტეტი, ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტი
თამარ მეტრეველი - საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ნაზი ჭალისური - სამართლის სკოლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბექა ქავთარია - საერთაშორისო ურთიერთობები, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ფარნავაზ ზერეკიძე - არქიტექტურის ფაკულტეტი, საქართველოს სამხატვრო აკადემია
ბექა ადუაშვილი - განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ქრისტინა ჯიქია - სამართლის სკოლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გაგა თუთარაშვილი - საჯარო სამართალი და პოლიტიკა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ანა ოქრიაშვილი - მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გიორგი ჩხეიძე - სამართლის სკოლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ნინო ბოჭორიძე - იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
ლევან ხარბედია - სამართლის ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მამუკა ჯუღელი - ბიზნესის ადმინისტრირება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ნიკა რომანაძე - მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ლია დეკანაძე - პოლიტიკის მეცნიერებები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პეტრე მაჩიტიძე - გეოგრაფიის ფაკულტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დავით მჟავანაძე - საჯარო სამართლის და პოლიტიკის ფაკულტეტი, ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტი
მარიამ ადეიშვილი - სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ნაშირ ორდუხანი - სამართლის სკოლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ირაკლი ხარატიშვილი - პოლიტიკის მეცნიერებები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
სალომე ბრეგვაძე - სტუდენტი, თბილისი
მერი გაფრინდაშვილი - სტუდენტი, თბილისი
ელენე სიჭინავა - სტუდენტი, თბილისი
ნანა გვაზავა - სტუდენტი, თბილისი
ლიკა თაბუკაშვილი - სტუდენტი, თბილისი
არჩილ ბერიძე - სტუდენტი, ბათუმი
სოფიკო თავდიდიშვილი - სტუდენტი, ავსტრია
ლიზი ლომთაძე - სტუდენტი, თბილისი
ნანა კიტია - სტუდენტი, ხობი
საბა დარჩია - სტუდენტი, ფოთი
თეონა გურული - სტუდენტი, თბილისი
თათია შამათავა - სტუდენტი, თბილისი
მარიკა გიორგაძე - სტუდენტი, თბილისი
ანანო სუარიძე - სტუდენტი, რუსთავი
ირაკლი იაგორაშვილი - სტუდენტი, თბილისი
ნინო ლომაია - სტუდენტი, ბათუმი
მირანდა კახიძე - სტუდენტი , თბილისი
ოთარ შენგელია - სტუდენტი, ჩხოროწყუ
ბადრი ოყუჯავა - სტუდენტი, თბილისი
ლუკა შავერდაშვილი - სტუდენტი, თბილისი
ნათია თვალიაშვილი - სტუდენტი, თბილისი