საკონტაქტო ინფორმაცია
საუნივერსიტეტო საზოგადოების განცხადება პროფესორ-მასწავლებლების განცხადება

საჭიროა 493 ხელმოწერა

7
500
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა

საუნივერსიტეტო საზოგადოების განცხადება პროფესორ-მასწავლებლების განცხადება

7-9 მარტს თბილისში გამართული ფართომაშტაბიანი საპროტესტო აქციების შედეგად საპრლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა უკან გაეწვია პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონპროექტი, რომელიც მიმართული იყო არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — სრულიად საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. ამ პროცესმა ნათელი გახადა, თუ როგორ მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოების ერთიანობა ქვეყანაში თავისუფლებისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვაში.

მიუხედავად ასეთი ერთიანობისა, არსებული ხელისუფლება ვერ შეეგუა უკან დახევას და როგორც უკანასკნელი დღეების მოვლენები გვიდასტურებს, ხელისუფლების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა სტუდენტი ახალგაზრდობა, რომელთა როლიც გადამწყვეტია მშვიდობიან საპროტესტო პროცესებში. მიუხედავად იმისა, რომ უპირობოდ უნდა გაეთავისუფლებინათ საპროტესტო აქციებზე დაპატიმრებული ყველა სტუდენტი, ხელისუფლება აგრძელებს სადამსჯელო ღონისძიებებს სტუდენტების მიმართ. გრძლედება სრულიად უსამართლო სასამართლო პროცესები და ისედაც მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ სტუდენტებს დიდი რაოდენობის საჯარიმო გადასახადები დაეკისრათ. ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ის შეურაცხმყოფელი გამოთქმები: მოსყიდული, ფარისეველი, სატანისტი ... რომელსაც იყენებენ სტუდენტების მიმართ ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს წარმომადგენლები. ამას დაემატა სტუდენტურ საცხოვრებელში პოლიციელების რეიდი, რაც სტუდენტების განცხადებით მიზნად ისახავდა იმ ახალგაზრდების დაშინებას ცდილობს, ვინც 7-9 მარტის აქციებში მონაწილეობდა. 

უნივერსიტეტი არის სტუდენტთა და პროფესორთა ერთიანობა, ამდენად ჩვენ სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებს დაუშვებლად მიგვაჩნია სტუდენტების მიმართ პოლიციური რეჟიმის განხორციელება და მივმართავთ, როგორც ჩვენს კოლეგებს, ასევე უნივერსიტეტების ადმინისტრაციებს, ასევე საქართველოს ობმუცმენს, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს ყველა პირობები შეიქმნას, იმ ისათვის, რომ სტუდენტებს ხელის არ შეეშალოთ სასწავლო პროცესში და ასევე დაცული იქნას მათი ყველა უფლებები, მათ შორის - გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად.  

ბეჟან ჯავახია, ილიაუნის პროფესორი

 

ლევან მეტრეველი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი 

 

ივანე წერეთელი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

 

გოჩა ბარნოვი, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი

 

თენგიზ ჩაჩავა ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსევატორიის პროფესორი

 

ვახტანგ ცაგარეიშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

 

მიხეილ ანთაძე, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი

Alte უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

 

მარიამ გერსამია, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

 

ნიკა ჩიტაძე. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი