საკონტაქტო ინფორმაცია
სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს/ფრენების შეზღუდვა დარჩეს ძალაში

საჭიროა 4989 ხელმოწერა

11
5000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს პარლამენტი

სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს/ფრენების შეზღუდვა დარჩეს ძალაში

მაშინ, როდესაც რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ ტერორისტულ ბრძოლას აწარმოებს, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს კრემლის დამნაშავე რეჟიმთან ყოველგვარი კავშირი შეწყვიტოს.

დღეს ამ ფონზე, საქართველოს ხელისუფლება სრულად აიგნორებს უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს ჩვენი ქვეყნისთვის და აგრძელებს კრემლთან ურთიერთობის გაღრმავებას.

თვეებია, ქვეყანაში ხორციელდება რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაცია და ამ ფონზე, ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ეს ადამიანები არიან ტურისტები, არადა ამასობაში ისინი დაფუძნდნენ საქართველოში, შეიძინეს უძრავი ქონება, დაიწყეს სხვადასხვა სახის უკონტროლო საქმიანობა.

სწორედ ეს აზიანებს საქართველოს უსაფრთხოებას და უქმნის რისკებს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას!

ახლა უკვე საქართველოს ხელისუფლებამ და რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე ღიად დაიწყეს საუბარი.

დღეს, რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების განხორციელება საქართველოში, მიგრაციის უკონტროლო ტალღის გაზრდასა და რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში უკვე წამოწყებულ სხვადასხვა საქმიანობასთან ერთად, მათთვის საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობას ქმნის და საქართველოს იმ მცირე, ანტი-დემოკრატიულ ქვეყნებს შორის აქცევს, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში, პუტინის რეჟიმთან თანამშრომლობას აგრძელებენ. სწორედ ეს უქმნის საქართველოში მშვიდობას საფრთხეს!

აღნიშნულის საპასუხოდ, ხვალვე ჩვენმა გუნდმა საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ რეზოლუცია, რომლითაც მთავრობას დაევალება, შეზღუდოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქების უკონტროლო მიგრაცია, რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდოს ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა და ამ ეტაპზე ფრენების შეზღუდვა დატოვოს ძალაში.


პარტია „საქართველოსთვის''

ვრცლად