საჭიროა 918 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პარლამენტი
პარლამენტში სესიების დროს, პლასტმასის ბოთლები ჩანაცვლდეს ეკოლოგიური - შუშის ბოთლებით
მივმართავთ თხოვნით საქართველოს პარლამენტს, რომელიც არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო და განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.
პლასტმასის ბოთლით გამოწვეული ზიანი მსოფლიოში უმნიშვნელოვანეს გამოწვევად იქცა, პლასტმასის ბოთლს დაახლოებით 700 წელი სჭირდება გასახრწნელად. 100 მილიონზე მეტი პლასტმასის ბოთლი ხვდება ოკეანეში ყოველწლიურად. ჩვენს მიერ გადაყრილი პლასტმასი არსად მიდის, ის უკან გვიბრუნდება, შავ ზღვაში.
პლასტმასის ბოთლი და მისი თავსახური ძალიან ხშირად, წყლის ბინადრებს, ფრინველებს და ცხოველებს ჯანმრთელობის პრობლემას უქმნის, ან მეტწილად, კლავს. ასევე, პლასტმასის ბოთლი შეიცავს ქიმიურ ნაერთ ბისფენოლ-ა, (Bisphenol A)-ს რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უაღესად საზიანოა.
ამიტომ, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს თხოვნით, რომ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენებზე და სესიებზე პლასტმასის ბოთლების მაგივრად გამოყენებულ იქნეს შუშის ბოთლები, რაც ბევრად უფრო ეკოლოგიურია.
ჩვენ გადავწყვიტეთ ეს ინიციატივა შემოგვეთავაზებინა, რადგან ვიაზრებთ ფაქტს, რომ პლასტმასის ჩანაცვლება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად ამ ინიციატივის დაწყება ქვეყნის უმთავრესი ორგანოდან ძალიან ეფექტიანი იქნება, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ საპარლამენტო საქმიანობას ადევნებს თვალს და აღნიშნული ორგანო საზოგადოებისთვის სამაგალითო უნდა იყოს.
ფეისბუქ გვერდი: www.facebook.com/catchupgeorgia
ინსგრამი: www.instagram.com/catchup_georgia/
ელ-ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: www.catchup.ge