საკონტაქტო ინფორმაცია
SOS! არა ციხის მშენებლობას ქ. რუსთავში!!!

საჭიროა 3013 ხელმოწერა

1987
5000
ადრესატი:
  • საქართველოს მთავრობა

SOS! არა ციხის მშენებლობას ქ. რუსთავში!!!

საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ მამუკა ბახტაძეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრს ქალბატონ თეა წულუკიანს

თვითმართველი ქალაქი რუსთავის მოსახლეობის მიმართვა რუსთავში ორი ახალი პენიტენციური დაწასებულების მშენებლობასთან დაკავშირებით:

 „ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 2005 წლის 1 აპრილიდან, განსაზღვრავს, რომ „მოქალაქეთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საქმეების წარმართვაში წარმოადგენს ერთ-ერთ დემოკრატიულ პრინციპს.“

 საქართველოს ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი აღიარებს რუსთაველი მოქალაქეების „უფლებას და შესაძლებლობას, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები“. ასევე აღიარებს გარანტიებს, რომ „სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ორგანოების ურთიერთობა ემყარება ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს“.

 თვითმართველი ქალაქი რუსთავი არის ერთერთი პირველი რომელმაც 2014 წლის 20 იანვარის #216 დადგენილებით დაამტკიცა „თვითმართველი ქალაქი რუსთავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“ რომელიც დაეფუძნა „ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“ და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ კანონის მოთხოვნებს. აღნიშნული დოკუმენტით განისაზვრა რუსთავის განვითარების არეალი და პერსპექტივები. https://rustavi.gov.ge/page/47

 კანონით მინიჭებული უფლებების, გარანტიებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში მოქალაქეთა ჩართულობის მექნიზმების განსაზღვრის მიუხედავად, ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მხრიდან (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო), თვითმმართველი ქალაქის საზღვრებში შემავალ მიწაზე საკადასტრო კოდით 02.05.02.329 პენტენციური დაწესებულების მშენებლობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ იყო ჩართული ადგილობრივი თვითმართველობა და რუსთავის მოსახლეობა.

იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება არ არის თანხვედრაში იმ მიზნებთან რასაც ქალაქის მოსახლეობა და  თვითმართველობის ორგანოები განიხილავენ რუსთავის ამჟამინდელი და სამომავლო განვითარების პერსპექტივად.  2018 წელს დამტკიცებული „ქალაქ რუსთავის ეკონომიკური განვითრების გეგმა“ (იხილეთ: https://rustavi.gov.ge/file_manager/44/3dafb9a2c93bfd214cf1677b5b7748c9.pdf)    აყალიბებს ქალაქის სამომავლო განვითრების ხედვას: „ქალაქი რუსთავი არის რეგიონული ეკონომიკური და ლოჯისტიკური ცენტრი, მუდმივად მზარდი სამუშაო ადგილებით, დივერსიფიცირებული ეკონომიკით, პროფესიული გადამზადების კარგი ბაზით, ინვესტიციებისთვის მიმზიდველი და ინოვაციების მხარდამჭერი გარემოთი“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პენიტენციური დაწესებულების მშენებლობას რუსთაველი მოსახლეობა განიხილავს არამიზანშეწონილ გადაწყვეტილებად, რომელიც შეაფერხებს ქალაქის მიმდინარე განვითარებას.

აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს სივრცეს, რომლის მომიჯნავედ განთავსებულია რუსთავის ისტორიული უბანი ჭყონდიდელის დასახლება, რუსთავის ყველაზე დიდი რეკრეაციული ზონა (240 ჰექტარი 02.05.05.871) სამომავლოდ ძალიან საინტერესო განვითარების პერსპექტივით, მდინარე მტკვარი და რკინიგზის სადგური. რუსთავის განვითარება სწორედ ამ არეალიდან დაიწყო წინა საუკუნეში, რომელიც კლიმატური მაჩვენებლით უფრო გრილ ადგილს და საუკეთესო გარემოს წარმოადგენს ქალაქის განვითარებისთვის.

ის, რომ ამ ტერიტორიულ ზონას აქვს საინვესტიციო პოტენციალი ადასტურებს მომიჯნავედ მდებარე აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი და თანამედროვე „რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი“ www.iscr.ge, რომელიც არის ბოლო წლების უკინაკალური უცხოური ინვესტიაცია თავის მასშტაბით და შინაარსით. სკაუტური ცენტრი წარმოადგენს საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების,  ტურიზმის, განათლების, რეკრეაციის ბაზას.

 

შესაბამისად მოგმართავთ თხოვნით: 

 შეაჩეროთ, რუსთავისთვის ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვან და ეკონომიკურად პერსპექტიულ სივრცეში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა, შეხვდეთ მოსახლეობას და მოისმინოთ მათი აზრი.