საჭიროა 910 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს პრეზიდენტი
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
სტუდენტების მიმართვა ხელისუფლებას
ჩვენ, ქართველი სტუდენტები შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.
ქვეყანაში არსებული ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რასაც ემატება პანდემიით გამოწვეული ჯანდაცვის სფეროში შექმნილი კრიზისი, ხელისუფლების მიერ პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ გატარებული რეპრესიული ღონისძიებები ერთი მხრივ აღრმავებს ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პოლარიზაციას, რაც აფერხებს საზოგადოების კონსოლიდაციასა და ძირს უთხრის მშვიდობიანი გზით ზემოთაღნიშნული პრობლემების მოგვარების შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე, რითაც ეჭვქვეშ დგება ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს პოზიციების განმტკიცება.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამართლებრივი სახელმწიფო არის ის უალტერნატივო გზა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება და მდგრადი ინსტიტუციური განვითარებისკენ სწრაფვა. ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ რეპრესიული ღონისძიებების გამოყენება კი წარმოადგენს აღნიშნული გზიდან გადახვევის მორიგ მკაფიო მაგალითს.
ამ ფონზე, გამოვხატავთ პროტესტს და გვსურს, ხელისუფლებას მოვუწოდოთ:
კრიტიკულად გააანალიზოს არსებული რისკები და მიუსადაგოს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს;
უარი თქვას ქვეყნის განუხრელი დემოკრატული განვითარების შეფერხებაზე;
დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეპრესიული ინსტრუმენტების გამოყენება და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები;
შეწყვიტოს პოლიტიკური მოტივით განპირობებული სამართლებრივი დევნა და დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მედიატორობით.
ხელმომწერები:
1. ვასილ ჟიჟიაშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;
2. შოთა ქობალია - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი;
3. მარიამ კაციტაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;
4. ნინი ალანია - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;
5. თინათინ ინაური - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
6. მარიამ სისაური - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
7. მარიამ ბიბილური - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;
8. ანი ლაბაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;
9. ქეთევან გიორგაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
10. ბექა გორნაკაშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
11. სანდრო აბაშიძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
12. აკაკი სპანდერაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტიკის მეცნიერებების ფაკულტეტი;
13. მარიამ ქავთარაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
14. ანანო ჯანიაშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
15. თინა ნიკოლეიშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
16. ქეთევან რუხაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;
17. ნია ბერაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;
18. დიანა გევორქიანი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
19. დიმიტრი ბაქრაძე - აგრარული უნივერსიტეტი, კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი;
20. მარიამ ყრუაშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;
21. ნუცა მაჩხანელი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
22. ეკატერინე სუბელიანი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;
23. ლანა დარჯანია - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;
24. ანა ბერიძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
25. გიორგი მელიქიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;
26. ანი გოგელაშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი; სამართლის ფაკულტეტი;
27. რატი კობახიძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი; საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;
28. სოფო ჩუტკერაშვილი - აგრარული უნივერსიტეტი, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტი;
29. გვანცა პერტია - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი;
30. ნია გუგუციძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
31. დავით სოლომონიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;
32. გაგი სულაქველიძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ინჟინერიის ფაკულტეტი;
33. ლუკა კანდელაკი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;
34. თამარ კაპანაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
35. ლიზა გეჯაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;
36. მარიამ ბაღდავაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;
37. გვანცა ძამუკაშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
38. საბა საბეკია - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი;
39. ილია ფაჩულია - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
40. ნინო სურგულაძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი;
41. ელდარ ჯავახიძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;
42. ნუცა გაბუნია - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების ფაკულტეტი;
43. კონსტანტინე ჯაფარიძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;
44. ანნა გოგავა - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;
45. ელენე გვალია - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტი;
46. ნათია ღელეყვა - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
47. გიზი ურუშაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გეოლოგიის ფაკულტეტი;
48. ივა ხავთასი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;
49. ვანო გომურაშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკის მეცნიერებების ფაკულტეტი;
50. მარიამ მოსია - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
51. მარიამ მარდალეიშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი.
52. რატი მდივანი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;
53. მარიამ ბოლქვაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
54. ქეთევან ქელლეჯი-ხურციძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერობების ფაკულტეტი;