საჭიროა 8612 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
გადავარჩინოთ ქართული მურა დათვები დახოცვისგან
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე, ყვარლის და ხელვაჩურის მუნიციპალიტეტებს დათვების ლიკვიდაციის უფლება მიეცათ. გარემოს დაცვის სამინისტროსა და აღნიშნულ მუნიციპალიტეტბს შორის დათვის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელებისთვის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე 1 ოქტომბერს გამოქვეყნდა. როგორც "ლიბერალს" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში განუცხადეს, როდესაც მოსახლეობას გარეული ცხოველი თავს ესხმის ან მათ ჯანმრთელობასა და ქონებას საფრთხეს უქმნის, თავდამსხმელი ცხოველის რაოდენობას ამცირებენ. საქართველოში მასიურად ფიქსირდება მდედრი დათვის დატყვევება და შემდგომ მისი ფიზიკური ლიკვიდაცია სხვადასხვა მიზნებისთვის. დარჩენილ ბელები კი მოყავთ ქალაქში ცირკისთვის და მათ ხარჯზე ფულის შოვნის მიზნით. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული სასტიკი და დამღუპველი გადაწყვეტილება საბოლოოდ მოსპობს ისედაც გადაშენების პირას მისულ ქართული მურა დათვის არსებობას რომელზეც ნადირობა აკრძალულია და ის წითელ წიგნშია შეყვანილი. ირაკლი ღარიბაშვილი არღვევს კანონს! გთხოვთ დაგვეხმარეთ მურა დათვების გადარჩენაში მოაწერეთ ხელი პეტიციას! გმადლობთ წინასწარ