საჭიროა 499999 ხელმოწერა
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
- საქართველოს პარლამენტი
- ფინანსთა სამინისტრო
მუხლი 202 პუნქტი5 ქვეპუნქტი ა) სასწრაფოდ შეჩერდეს ამ მუხლის მოქმედება
მოგახსენებთ რომ ეს კანონი შექმნილი იყო 1998 წელს და მიგვაჩნია რომ ის დღევანდელი გადასახედიდან არის როგორც დროთ ისე მორალურად მოძველებული.საკითხი ფიზიკური პირის დარიცხული ხელფასისა და სხვა შემოსავლის 40 000 ზღვარს რომლის შედეგადაც პირს ვალდებულება წარმოექმნება ქონების გადასახადის გადახდისა.სამწუხაროდ "ჩვენი მზრუნველი პარლამენტი"ამას არ აქცევს ყურადღებას და დაკავებულია მხოლოდ თავისი შიდა სამეფო კარის თამაშებით.იმისდა გათვალისწინებით რომ ამ კანონის შექმნის კრიტერიუმები 180 გრადუსით არის შეცვლილი,(მარტო იმის თქმა რომ პური ღირდა 0,29-0,47 თეთრი,საშუალო ხელფასი 200-300 ლარი და დოლარის კურსი 1,67,) დღეს ბევრი დასაქმებული ხვდება ამ დაბეგვრის სისტემაში რაც სულაც არ ნიშნავს მათ ფინანსურ კეთილდღეობას. პირიქით ამით უფრო მძიმდება მათი მდგომარეობა. ფასების 400 პროცენტით ზრდამ გამოიწვია არაპროპორციული ხელფასების ზრდაც რაც აგდებს ხალხს ამ დაბეგვრის ობიექტებად.გარდა ამისა არათანაბარ მდგომარეობაშია ჩავარდნილი დასაქმებული და ი/მ .(ი/მ შემოსავლად უთვლიან ნაღდ შემოსავალს დასაქმებულს კი დარიცხულ ხელფასს)ამიტომაც საჭიროდ ჩავთვალეთ გაგვეპროტესტებინა მთავრობის ასეთი ლოიალობა ხალხის მიმართ და იმედი მაქვს თქვენც მხარს დამიჭერთ.ძალა ერთობაშია.