საკონტაქტო ინფორმაცია
მოსახლეობას მიეცეს საშუალება შეცვალოს მაღალჩინოსნები , აქციის და რევოლუციის გარეშე

საჭიროა 988 ხელმოწერა

12
1000
ადრესატი:
  • საქართველოს პარლამენტი

მოსახლეობას მიეცეს საშუალება შეცვალოს მაღალჩინოსნები , აქციის და რევოლუციის გარეშე

საქართველოს პარლამენტს !

  პატივცემულო პარლამენტის წევრებო , უკვე დროა წარსულს ჩავაბაროთ პროტესტის გამოხატვა აქციის და რევოლუციის მეშვეობით . მოსახლეობას უნდა ჰქონდეს საშუალება , იმ შემთხვევაში თუ : პარლამენტის წევრები , პრემიერ-მინისტრი , მინისტრები ან მინისტრის მოადგილეები , ვერ ასრულებენ საკუთარ საქმიანობას, ანდა ასრულებენ არა კეთილსინდისიერად ისინი გადააყენოს თანამდებობიდან , მშვიდობიანი გზით . მოსახლეობას პროტესტის გამოსახატავად არ უნდა სჭირდებოდეს აქციების და რევოლუციის მოწყობა . შეიქმნას ცალკე საიტი ან დაემატოს არსებულ საიტებზე ველი სადაც წარმოდგენილნი იქნებიან სრულად : პარლამენტის წევრები , პრემიერ-მინისტრი , მინისტრები , მინისტრის მოადგილეები . მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა გამოკითხვის მეშვეობით თითოეულ პიროვნებაზე დააფიქსიროს პოზიცია შემდეგნაირად - ასრულებს საკუთარ მოვალეობას , ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობას . თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული ფიგურის ,, ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობას “ გაუთანაბრდება საარჩევნოდ განკუთვნილი მოსახლეობის რაოდენობის 51 % მაშინ აღნიშნულმა პირმა თანამდებობა დატოვოს .