საჭიროა 815 ხელმოწერა
185
1000
ადრესატი:
- საქართველოს მთავრობა
ჩაიკეტოს სივრცე რუსული თვითმფრინავებისა და გემებისათვის - საქართველოს მოქალაქეების მიმართვა საქართველოს მთავრობას.
მოგესალმებით,
როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციამ დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსული არმია ანადგურებს ქალაქებს, სოფლებს და ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას. სამხედრო მოქმედებების შედეგად უკრაინაში დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის ორასამდე ბავშვი, საკუთარი სახლი იძულებით დატოვა 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა.
დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო უკრაინის გვერდით დგას. უკრაინაში მიმდინარე ომი არის თავისუფლების ბრძოლა ტირანიასთან, ერის ბრძოლა დამპყრობელთან. თავისუფლების მოყვარე ყველა ხალხის მოვალეობაა გვერდში დაუდგეს უკრაინელებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ბევრი რამით ეხმარება უკრაინას. ჩვენ შევუერთდით საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ მრავალ გადაწყვეტილებას რუსეთის წინააღმდეგ; ქართული საპარლამენტო დელეგაცია ახლახანს იმყოფებოდა უკრაინაში მხარდაჭერის გამოსახატავად, საქართველოდამ გაიგზავნა დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული ტვირთი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასეულობით ქართველი საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს უკრაინას და უკრაინელთა მხარდამხარ იბრძვის ამ უთანასწორო ბრძოლაში.
რუსეთის იმპერიის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ საერთაშოროსო საზოგადოების კონსოლიდაციით. დღეს მსოფლიოს ბევრი ქვეყანა დგას არჩევანის წინაშე აირჩიოს თავისუფლებასა და კეთილდღეობას ან რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას შორის. თანამედროვე მსოფლიო ირჩევს თავისუფლებას. რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების წრე თანდათანობით ფართოვდება. მათ შორის ერთ ერთია რუსული გემებისა და თვითმფრინავებისთვის საზღვაო და საჰაერო სივრცის ჩაკეტვა.
ქართველ ხალხს თავისი მცირერიცხოვნების მიუხედავად არასდროს ქონია შიში იმპერიების მიმართ. ჯერ კიდევ იმ ეპოქაში როდესაც არ არსებობდა ინტერნეტი, გაერო, ნატო ან საერთაშორისო თანამეგობრობა ქართველი ხალხი მარტო უმკლავდებოდა მსოფლიოს უდიდესი იმპერიებს და მან შეინარჩუნა თავისი ეროვნული ღირსება.
უკრაინის ომი არის ჩვენი ომი. ჩვენ კარგად გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი თავისი გამანადგურებელი შედეგებით, ჩვენ კარგად გვახსოვს აფხაზეთი. საქართველო ვალდებულია უკრაინას დაეხმაროს ყველა შესაძლო საშუალებებით მათ შორის ისეთი ლეგიტიმური საშუალებებით რომელთა გამოყენების უფლება აქვს ყველა სუვერენულ ქვეყანას.
აღნიშნულიდან გამომდინარე მივმართავთ საქართველოს მთავრობას გადადგას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და საქართველოს საზღვაო-საჰაერო სივრცე ჩაუკეტოს რუსულ გემებს და თვითმფრინავებს.